,,საჯაროდ ამას როგორ ვიტყვი?"- დაძაბულობა კასპის გამგეობის კულტურის სამსახურში (ვიდეო)
საზოგადოება - 14:55, 25 Apr, 2015     2586


კასპის გამგეობის კულტურის გაერთიანების დირექტორი მიხეილ ქოსაშვილი ამბობს, რომ მის ნებასურვილზეა დამოკიდებული ერთვიან ხელშეკრულებაზე მყოფი თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავე გაერთიანების სპეციალისტს, ლია ბეგლარაშვილს 2015 წლის 1 აპრილს ხელშეკრულება იმ მოტივით აღარ გაუგრძელა, რომ თანამშრომელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მათ შორის ინციდენტი კი სწორედ 1 აპრილს მოხდა. ლია ბეგლარაშვილმა მოულოდნელად შეიტყო, რომ მორიგ ერთთვიან ხელშეკრულებას აღარ უფორმებდნენ.

,,დიახ, გათავისუფლების ამბავი იმ დღეს ვუთხარი, როცა ხელშეკრულების ვადა გავიდა. აბა, მაშინ ხომ არ ვეტყოდი, როცა ხელშეკრულება არ იყო გასული?" - აცხადებს მიხეილ ქოსაშვილი. ის კასპის ხალხური სიმღერების ანსამბლის ,,მოურავი" სოლისტია. აღნიშნული ანსამბლის დაფინანსების საკითხზე გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე მუნიციპალიტეტის გამგებლის თათბირზე მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას.

ლია ბეგლარაშვილი ამბობს, გაერთიანების ამჟამინდელი დირექტორი (რომელიც 2015 წლის 4 თებერვალს დაინიშნა) კასპის გამგებლის მოადგილის ჯამბულატ ქამხაძის ნათესავია.

აღნიშნულ ანსამბლს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების წყაროები 2013-2014 წლებში გაუჩნდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ თემაზე კულტურის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე გამგებლის თათბირზე გამუდმებით საუბრობდა. ,,დავაფინანსოთ რა მოურავი. კარგი ანსამბლია" - ასე ლობირებდა ხოლმე თეა ხორბალაძე.

2015 წლის 4 თებერვალს ,,მოურავის" სოლისტი კულტურის გაერთიანების დირექტორად დაინიშნა.

ლია ბეგლარაშვილი იხსენებს, რომ მასსა და დირექტორს შორის დაძაბულობა მიხეილ ქოსაშვილის დანიშვნის დღიდანვე შეინიშნებოდა. ბოლოს კონფლიქტი გორში კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ვიზიტის შემდეგ გაღვივდა, რადგან კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით მომუშავე ლია ბეგლარაშვილი ამ შეხვედრაზე არ წაიყვანეს. პირველი კამათი ქოსაშვილსა და ბეგლარაშვილს შორის ამ საკითხის ირგვლივ გაიმართა. ბოლოს ხელშეკრულების ვადის არგაგრძელებით დამთავრდა.

მიხეილ ქოსაშვილი ამბობს, რომ ლია ბეგლარაშვილი კონფლიქტურია. თეა ხორბალაძის სამუშაო კაბინეტში კი ამავე გაერთიანების თანამშრომლების განცხადებები (მოხსენებითი ბარათები) გამოჩნდა. ისინი თეა ხორბალაძეს ,,სწერენ", რომ ლია ბეგლარაშვილი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ლია ბეგლარაშვილის თქმით, ეს მოხსენებითი ბარათები მისმა აწ უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა სამსახურის დაკარგვის შიშით დაწერეს.

იმ დროს, როდესაც კულტურის გაერთიანების დირექტორი მიხეილ ქოსაშვილი ლია ბეგლარაშვილის კონფლიქტურობის თაობაზე საუბრობდა, ამავე გაერთიანების სხვა სპეციალისტი ვალტერ ბახტაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის აპარატურის დამტვრევას შეეცადა.



წყარო www.qartli.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42