ლაითურელების საპროტესტო აქციას გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი უსაფუძვლოს უწოდებს
საზოგადოება - 12:38, 25 Apr, 2015     1320
ლაითურელი გლეხები დაბის ცენტრში დღეს საპროტესტო აქციას მართავენ და მათთვის მიწების გადაცემას მოითხოვენ.
აქციაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი მოისწრაფეშვილი მივიდნენ, მოლაპარაკებები მოსახლეობის მხრიდან, ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.
მოისწრაფეშვილი მიმდინარე აქციას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ორგანიზატორებს შეცდომაში ჰყავთ მოსახლეობა შეყვანილი: "მე მქონდა რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებები "ჯეო პლანტის" ხელმძღვანელობასთან დაბის მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით და ისინი თანახმა არიან, რომ მიწა მიყიდონ მსურველებს 55 თეთრად, თანხის დაფარვა ეტაპობრივად შეეძლებათ. ტყუილია, როცა აქ ისმის მოწოდებები, თითქოს მიწა არ გაიყიდება. აქცია მიმაჩნია უსაფუძვლოდ და ორგანიზატორების მხრიდან მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი"- განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.თავის მხრივ მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებში ადანაშაულებს , მათი მტკიცებით, მიწის შეღავათაინ ფასებში ყიდვისა და მოხმარების საშუალებას მათ კერძო კომპანია არ მისცემთ.
შეგახსენებთ, საუბარია 160 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელსაც 2 კერძო კომპანია - "ჯეო პლანტი" და "ვან რიკი" 2007 წელამდე იჯარით ფლობდნენ, შემდეგ კი, მოსახლეობის თქმით, 1 კვმ 35 თეთრად შეიძინეს, ახლა კი "ვან რიკი" 1 კვმ-ს 55, ხოლო "გეო პლანტი" 47 თეთრად ყიდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. `ვან რიკის" საკუთრებაში არსებული ტერიტორიების ნაწილი მოსახლეობამ თვითნებურად შეღობა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თუ მათ მოთხოვნებზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, ისინი მომდევნო აქციას დედაქალაქში, კანცელარიასთან გამართავენ. დაბაში 1250 კომლი ცხოვრობს, მათგან 470 ოჯახი აჭარის მაღალმთიანეთიდან ჩასახლებულია. მოსახლეობამ მასშტაბური საპროტესტო აქცია გასულ კვირასაც გამართა.

ავტორი თეა იოსელიანი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42