ამჟამად მთავარი ინტრიგა ფინანსურ ბაზარზე იმაშია, რომ წამყვანი ქვეყნების შორის პრაქტიკულად დაწყებულია გამოუცხადებელი „ფინანსური“ ომი. ამ ომში გამარჯვებულად მოგვევლინება ის , ვინც მოახერხებს თავისი ვალუტის მაქსიმალურად დასუსტებას. რა ხდება წამყვან ეკონომიკებში?
-ამერიკამ ჩართო ფულის საბეჭდი მანქანა და აპირებს ეკონომიკის სტიმულირებას დამატებითი ფინანსირებით, სანაცვლოდ იღებს უზომოდ გაზრდილ საგარეო ვალს და დეფიციტურ ბიუჯეტს.
- იაპონიაში მთავრობაც კი შეიცვალა იენას დასუსტების ლოზუნგით და მიაღწიეს კიდეც გარკვეულ შედეგებს.
- ბრიტანელები იგივე პროცესს ნაკლებად აპიარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ფუნტი სტერლინგი, მესამე თვეა, ნელ-ნელა სუსტდება დალართან და ევროსთან და ეს ფაქტი დიდათ არ ანაღვლებს მთავრობას.
სურვილის შემთხვევაშიც ევროკავშირს იგივე პოლიტიკის გატარება ტექნიკურად არ შეუძლია, ვინაიდან არ არსებობს ამ დარგის ცენტრალური მართვის მექანიზმი.
ეს და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა გასულ კვირაში შემდგარ ევროსამიტზე.
კვირის მთავარი მოვლენა გახდა გაერთიანებული ევროპის მომავალი 7 წლის ბიუჯეტის შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღება. იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობდა კამათი სოფლის მეურნეობის სუბსიდირების და ინფრასტრუქტურის პროექტების თაობაზე, პირველად 56 წლის განმავლობაში მოხერხდა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება. მეტნაკლებად გათვალისწინებული იქნა გერმანიის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის მოთხოვნები „ქამრის შემოჭერის" პოლიტიკის თაობაზე, დაკმაყოფილდა საფრანგეთის მოთხოვნა დარჩენილიყო სოფლის მეურნეობის სუბსიდიები. ბიუჯეტის ეკონომია ხდება ტრანსპორტის, კოპუნიკაციების და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით.
ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლას სჭირდება ევროპარლამენტის თანხმობა, რის მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი ურთიერთშეთანხმებების და კომპრომისების ხარჯზე.
ჩვენგან განსხვავებით ევროპელ პარლამენტარებს ეს ნამდვილად ეხერხებათ და სავარაუდოდ, მალე შეთანხმება კანონიერ ძალას მიიღებს.
მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ
http://www.admiralmarkets.ge/analytics/
მასალის გამოყენების პირობები






