,,სიურპრიზები ელით ბელორუსისგან“ - რა იწინასწარმეტყველა კაკულიამ ლუკაშენკოზე
საზოგადოება - 19:27, 24 Apr, 2015     15274
ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე ბელორუსის პრეზიდენტთან დაკავშირებით მისი წინასწარმეტყველებება გამოქვეყნდა, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა მის საავტორო გაზეთში.

„2009 წელი, 12 მაისი, თბილისი.

ვხედავ, მომავალში ბელორუსი ბოდიშს მოუხდის საქართველოს

2009 წელი, 8 ივნისი.

დიდი მარცხს განიცდის კრემლი ბელორუსშიც. ბელორუსის პრეზიდენტი საერთოდ არ ენდობა რუსეთის მთავრობას. იგი ძალიან ბევრჯერ მოატყუეს. ამაზე პრეზიდენტი ძალიან ბევრს ილაპარაკებს.

2009 წელი, 16 ივნისი, თბილისი.

არც ბელორუსი დაუთმობს რუსეთს. იგი წარმოუდგენელ წინააღმდეგობას გაუწევს კრემლს. ისინი რუსებს აღარ ენდობიან, თუმცა, ვხედავ, არც არასდროს ენდობოდნენ. ბელორუსი რუსეთს არ გაატარებინებს თავის პოლიტიკას. რუსები ცდილობენ, როგორც ეს მათ პოლიტიკას ახასიათებს, ბელორუსის პრეზიდენტი გადააყენონ და იწყებენ ავანტიურებს. ერთი და იგივე გეგმაა საქართველოსთან, უკრაინასთან და ახლა ბელორუსთან მიმართებაშიც, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მთავარი ის არის, რომ ყველა ხვდება, რუსეთის პოლიტიკა ჩიხშია მომწყვდეული და თვითონ არიან გადასარჩენები. აქ ევროპისა და ამერიკის ხელი ურევია, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერი რუსული პოლიტიკის ბრალია.

2011 წელი, 27 იანვარი, თბილისი, ნინოობა.

მომავალში ბელორუსის პრეზიდენტი გადადგება. ეს არავის სჯერა, მაგრამ ბელორუსს ახალი პრეზიდენტი მოევლინება; დიახ, თანაც სწორედ იმ დროს, როცა ბელორუსები არ ელიან. ვხედავ, რუსეთი იქ თავის კანდიდატურას ვერ გაიყვანს პრეზიდენტად, ევროპა-ამერიკის ძალისხმევა გაიმარჯვებს. ისე კი დიდი ბრძოლები იქნება. მაგრამ მოდის პრეზიდენტი, რომელიც ორმაგი თამაშების პროფესიონალია. სიურპრიზები ევროპას, ამერიკასა და რუსეთს ბელორუსის ახალი პრეზიდენტისგან არ მოაკლდებათ.

ამონარიდი ინტერვიუდან, გაზეთი #35

ბელორუსს ყოველთვის ევროპისკენ ეჭირა თვალი, მაგრამ ევროპას რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება არანაირად არ აწყობდა (მიზეზი, რა თქმა უნდა, ენერგორესურსები იყო) და დიდ ანგარიშს უწევდა კრემლის მოთხოვნებსა და აზრებს. ამიტომ ბელორუსის (და სხვათა შორის, უკრაინისაც) მცდელობებს ყურადღებას არ აქცევდა. ახლა ვითარება შეიცვალა _ საქართველომ ნიღაბი ახადა რუსეთს და წარმოაჩინა ის მსოფლიოს თვალში, როგორც არასაიმედო პარტნიორი. შესაბამისად, შეიცვალა ევროპის რუსეთისადმი დამოკიდებულებაც და ბელორუსს ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ეძლევა შანსი ევროპის ხაზზე გასვლისა.

ამონარიდი ინტერვიუდან, გაზეთი #60

_ ქალბატონო ლელა, რუსეთმა, ყაზახეთმა და ბელორუსმა ევრაზიული კავშირი შექმნეს, რაც რუსეთის განცხადებით, მხოლოდდამხოლოდ თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩამოყალიბებას ემსახურება.

_ მოკლედ, კრემლმა აღარ იცის, რა ორგანიზაცია შექმნას, რომ საბჭოთა კავშირი აღადგინოს. არავითარი თავისუფალი ეკონომიკური ზონა _ ეს კავშირი სწორედ იმისთვისაა მოგონილი, რომ მასში ყოფილი `მოძმე რესპუბლიკები გააერთიანონ და საბჭოეთი აღადგინონ. სხვათა შორის, საქართველოსაც კი მოიაზრებენ ამ კავშირში. რაც უდიდესი სისულელეა. რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველება ამ პუნქტშიც ასრულდა და იმაშიც ასრულდება, რომ კრემლი, რამდენსაც არ უნდა ეცადოს, ვერ შეძლებს საბჭოეთის რეანიმაციას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42