„არემჯი“ საია-ს ფაქტების ტენდენციურ ინტერპრეტაციაში და ეკონომიკის შეფერხებაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 14:47, 24 Apr, 2015     1219
კომპანია „არემჯი“ არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" მიერ გაკეთებულ განცხადებას მორიგ უსაფუძვლო ბრალდებად მიიჩნევს. "არემჯიმ" არასამთავრობო ორგანიზაციის საპასუხოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "საია" სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებს და მიზანსდ საზოგადოების სიხრუეში შეყვანას ისახავს.

"არემჯი" აცხადებს, რომ "საიას" განცხადებას, კომპანიის მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ფაქტის არსებობის შესახებ საფუძველი არ გააჩნია.

"როგორც 2015 წლის 24 აპრილის პრესკონფერენციაზე საია-ს მიერ გაკეთებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, ასოციაციას სურს მიმართოს პროკურატურას შპს „RMG Gold“-ის მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე რეაგირების მოთხოვნით.

გაკვირვებას იწვევს საია-ს მიერ საკითხის ამგვარი ტენდენციური ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული მუხლი დასჯადად აცხადებს არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოების წარმოებას არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედებას, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება.

საია-ს განცხადებით, ვინაიდან კომპანიამ განახორციელა არქეოლოგიური ობიექტის აფეთქება სამრეწველო დანიშნულების ფეთქი მასალის გამოყენების ნებართვის გარეშე, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტი, რაც სრულიად უსაფუძვლო და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით გაკეთებული განცხადებაა.

ის ფაქტი, რომ 2014 წლის 13 დეკემბრისათვის კომპანიას გააჩნდა არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) ნებართვა, იმთავითვე გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობას. არქეოლოგიური ობიექტი დაშლილი (აღებული) იქნა როგორც აფეთქების, ისე სპეცტექნიკის გამოყენებით. სამრეწველო დანიშნულების ფეთქი მასალის ნებართვის გარეშე გამოყენებისათვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ შესახებ კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 19.12.2014 წლის დადგენილების საფუძველზე აღნიშული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიება კომპანიის მიმართ გატარდა.

კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ვითომდაც კომპეტენტური და ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის საია, „საყდრისის გადარჩენის კომიტეტი“ და ყაჩაღიანის თემით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ერთიან ჯგუფს, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს და მიზნად ისახავს სიცრუის ტირაჟირების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შეფერხებას", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42