- სექსი ჩემი ნარკოტიკია! - ამბობს ხატია წერეთელი იუნა შაფათავასთან შეხვედრისას და ამ ფრაზას შემდეგი სიტყვებით ამყარებს.
- ორგაზმის დროს ტვინის 75 % „ითიშება”. ყველაზე ძლიერი დოზა მორფის დროს - 22-25%. რომელი უფრო ძლიერი ნარკოტიკია - სექსი თუ მორფი?
ხატია წერეთელმა იუნასთან ბედნიერების რეცეპტზე, მამაკაცებსა და თეთრეულზე ისაუბრა და ბოლოს იუნა დაასაჩუქრა კიდეც „მეც მაჩუქა ძალიან ლამაზი ჟოლოსფერი ტანგა მაქმანებით, სამახსოვროდ“ - წერს იუნა.
ბედნიერების რეცეპტი
- ჩემი თავი მივიღე ისეთი, როგორიც ვარ. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, მეგობრები, მშობლებიც მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ - მთავარია, ვიყო ბედნიერი... მყავს ოთხი და, რომლებსაც ვუყვარვარ.
ტიბეტი
- იქ მასწავლეს, როგორ შემეხედა ცხოვრებისთვის სხვა თვალით. თუ არსებობს პრობლემა, ის არის არა იმიტომ, რომ ღმერთმა ზურგი გაქცია, არამედ იმიტომ, რომ უფრო გაძლიერდე.
თეთრეული
- ბოლო ფულს გადავიხდი და კრედიტსაც ავიღებ თეთრეულის შესაძენად. მიყვარს წითელი, შავი, ვარდისფერი - ვარდისფერი რომანტიკაში მაგდებს ხოლმე.
კაცები და მრავალფეროვნება
- ვფიქრობ, მათ ჩემი მრავალფეროვნებით ვღლი. ქალი, რომელიც დილიდან საღამომდე სამჯერ იცვლის ხასიათს , სამჯერ საინტერესოა, მაგრამ ბოლოს იღლები.
როცა გიყვარდება, ყოველთვის ფიქრობ, რომ ეს მარადიულია. მაგრამ მარადიული მხოლოდ გრძნობაა, ობიექტები კი იცვლებიან...
წყარო:http://funtime.ge/

მასალის გამოყენების პირობები






