უმრვალესობის წევრის დემურ ბაშალეიშვილის თქმით, უცხოპლანეტელები არსებობენ და სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზეც არსებობს.
ამის შესახებ მან გადაცემა „სხვა რაკურსში“ განაცხადა.
"შემთხვევიდან შემთხვევამდე მომეცა საშუალება დამეფიქსირებინა ეს ყველაფერი. ფოტოაპარატს თან დავატარებ ავტომობილში, ამიტომ მომეცა საშუალება დამეფიქსირებინა ეს დოკუმენტურად. მე კი არ მჯერა, მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობენ უცხოპლანეტელები. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა არსებობს კიდევ სხვა პლანეტებზეც“, - ამბობს დეპუტატი და დუშეთში მომხდარ ფაქტს იხსენებს.
„თუშეთში სამხედრო შეკრებაზე ვიყავი. დავინახეთ, რომ ეს ობიექტი გაჩერდა ზუსტად ჩვენს თავზე. იქ იყო რამდენიმე წუთი გაჩერებული. ასევე ვნახე ეიფელთან ახლოს და მთავრობის სასახლის წინ, რუსთაველზე. მაშინ ეს ბევრმა თბილისელმა ნახა",-განაცხადა ბაშალეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






