თბილისს „კარმენი“ დაუბრუნდა
კულტურა - 18:22, 23 Apr, 2015     3342
ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი 24 აპრილს ოპერა „კარმენს“ ალ. გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენს.

„კარმენი“, ბოლოს თბილისის ოპერის სცენაზე 1999 წელს დაიდგა მაესტრო ჯანსუღ კახიძისა და რობერტ სტურუას მიერ. საპრემიერო სპექტაკლებში მაშინ თეატრის ახალგაზრდა სოლისტი-მომღერლები მონაწილეობდნენ.
კარმენის შემსრულებლებს - ანა კიკნაძეს, ეკატერინე პავლიაშვილს, ნატალია ვოლჩენკოს, საპრემიერო სპექტაკლებში არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევდნენ თეატრის ნიჭიერი სოლისტები, გია გაბელაია, გია გაგნიძე, რევაზ ლაგვილავა, ზაზა ხელაია, თინათინ ჩხიკვაძე, მარიამ ქობალიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი, რამაზ ჩიკვილაძე და სხვები...
სპექტაკლებს დირიჟორობდნენ მაესტრო ჯასუღ კახიძე და გელა ფარჩუკიძე. სამწუხაროდ, მაესტროს გარდაცვალების შემდეგ „კარმენი“ მოიხსნა რეპერტუარიდან.
2014 წლის 1,2 ნოემბერს „კარმენის“ პრემიერა ქ. ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. სპექტაკლში ბრწყინვალედ იმღერეს ბათუმის საოპერო დასის სოლისტებმა-ირაკლი კახიძემ, ინგა ჯახუტაშვილმა, ბაჩო ნაკაშიძემ, არმაზ დარაშვილმა, სულხან ჯაიანმა, ნონა კორიფაძემ, ირმა ჟღენტმა, მამუკა ლომიძემ...
დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანიაა, ხოლო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. ბათუმში პრემიერებზე სრული ანშლაგი იყო, რადგან სპექტაკლებს არა მხოლოდ ბათუმელი მსმენელი, არამედ თბილისიდან და ქუთაისიდან ჩასული მელომანებიც ისმენდნენ.
ბათუმური პრემიერების შემდეგ, თბილისის ოპერის დასმაც დაიწყო ოპერა „კარმენზე“ მუშაობა და რამდენიმე თვეში პრემიერებიც დაიგეგმა 15-24 აპრილს.
მთავარი პარტიების შემსრულებლებმა-თეა დემურიშვილმა, არმაზ დარაშვილმა, ნიკოლოზ ლაგვილავამ, მარიამ ქობალიანმა, მსმენელის მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
ხვალ, 24 აპრილს 20:00 საათზე კი ქართველ ოპერის მოყვარულებს ირინა ალექსიძის, ოთარ ჯორჯიკიას, მამუკა ლომიძისა და ირინა თაბორიძუის მოსმენის საშუალება აქვთ...
სპექტაკლში ასევე იმღერებენ-ლევან მაკარიძე, ალუდა თოდუა, მარიამ ნაჭყებია, ნუცა ზაქაიძე, ალექსანდრე დეკანოიძე, ირაკლი მუჯირი. დამდგმელი დირიჟორია დავით კინწურაშვილი.
სპექტაკლი ისევ ალ. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42