„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ფონის გამო ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას არ გააჩნია რესურსი, სრული პაკეტით მოახდინოს მოსახლეობის დაკმაყოფილება. წერეთელის თქმით, „C“ ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებას საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაეყარა.
„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია და ამას თითოეული მოქალაქე გრძნობს, არა ერთი კვლევით დადასტურდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა სრული პაკეტით ჩვენი მოსახლეობის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. სიმართელეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე გაზრდილია, ჩვენს მოქალაქეებს თანადაფინანსების შემთხვევაში თანხის გადახდა არ შეუძლიათ. რაც შეეხება „C“ ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებას, კარგია რაც ითქვა თუ ის შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა ჩვენი მოსახლეობისთვის. მადლობა ამერიკის მთავრობას დახმარებისთვის. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პროგრამის განხორციელების საფუძველი ჩვენი მთავრობის პირობებში ჩაეყარა. ინფრასტრუქტურა რომელიც ჩვენ შევქმენით, კარგი ექიმები - ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში ამ პროგრამის განხორციელება იწყება,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






