თბილისის მერიის ორგანიზებით წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
საზოგადოება - 16:11, 23 Apr, 2015     1342
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ორგანიზებით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, ვაკის პარკის მედიათეკაში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ დაათვალიერეს და წიგნებიც შეიძინეს.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია მომავალშიც დაუჭერს მხარს ამგვარ ღონისძიებებს. “ძალიან მნიშვნელოვანია წიგნისადმი სიყვარული პატარაობიდანვე ჩავუნერგოთ ჩვენს შვილებს, რათა უფრო განათლებულები და მომავალზე ორიენტირებულები გაიზარდონ, ეს კი ძირითადად წიგნით არის შესაძლებელი“ - განაცხადა თბილისის მერმა.

მედიათეკაში მთელი დღის განმავლობაში თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია და წიგნის პოპულარიზაციის საკითხზე დისკუსია გაიმართება. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ჩაატარებს ლექციას საავტორო უფლებების დაცვის თემაზე.

გამოფენა გაყიდვაში 22 გამომცემლობა მონაწილეობს. გამომცემლები 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოზარდებს საჩუქრად წიგნებს გადასცემენ. გამოფენა-გაყიდვა მთელ დღეს გასტანს.

წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება.

„იუნესკო“-ს გადაწყვეტილებით, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე 1995 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. იუნესკო ამ დღეს მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს ახალგაზრდებს გაუღვივონ წიგნის კითხვის ინტერესი, გააფართოვონ წიგნის გამოცემა და ხელი შეუწყონ საავტორო უფლებების დაცვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42