უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლის გიორგი ჯანელიძის ოჯახს, უკრაინის პატრიარქ ფილარეტის სახელით, სიყვარულისა და თავდადებისთვის მედალი გადასცეს.
გიორგი ჯანელიძის მეუღლის თქმით, მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მისთვის ასეთი თავდადებული ადამიანის ყოლა საამაყოა.
„გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვესაუბრე, ჩემთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია, თუმცა ყველაფერთან ერთად საამაყოა, რომ ასეთი მეუღლე მყავდა“ - განაცხადა თამარ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის გიორგი ჯანელიძის ცხედარი მარიოპოლის სამხედრო ბაზაზეა დასვენებული, სადაც თანამებრძლები მას მიაგებენ პატივს, ამის შემდეგ კი მას კიევში გადმოასვენებენ - ხოლო ხვალ, დღის 12 საათზე მაიდანზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რასაც გიორგი ჯანელიძის მეუღლეც დაესწრება და ამის შემდეგ, ქართველ მებრძოლს თბილისში გადმოასვენებენ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






