თბილისის მერი საინვესტიციო კლიმატისა და მდგრადი განვითარების კონფერენციას დაესწრო
საზოგადოება - 14:51, 23 Apr, 2015     1043
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარების“ თემაზე გამართულ კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია და ეკონომიკური პილოტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიამ დედაქალაქში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა. თბილისის მერმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ კონფერენციაზე დამსწრე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ხელისუფლებას და ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთობლივად განიხილონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები.

„ჩვენ შევქმენით საინვესტიციო წინადადებების მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ინვესტორებს და საინვესტიციო პროექტებს. ჯგუფის შექმნის შემდეგ ასზე მეტი პროექტი განვიხილეთ, სადაც ბიზნესს მხარდაჭერა სჭირდებოდა. პროექტების უმეტესობა უკვე მიმდინარეობს, ზოგი მათგანი განხილვის პროცესშია. აქტიურად მიმდინარეობს ასევე მუშაობა ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. შესწავლის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ გერმანიაში ერთ-ერთ კონკურსში, რომელიც თბილისისთვის ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის მომზადებას გულისხმობს. ამ პროექტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაგვეხმარება და მათი ფინანსებით და ექსპერტების დახმარებით განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონფერენცია საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს-პალატისა და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტი FEBI-ის ორგანიზებით გაიმართა და ლარის შემოღების 20 წლისთავს მიეძღვნა

კონფერენციას ესწრებოდნენ ექსპერტები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42