"განსაკუთრებული მოქალაქის" ნომინაციაში 8 წლის ქართველმა ბიჭუნამ გაიმარჯვა
საზოგადოება - 13:41, 23 Apr, 2015     3152

საქართველომ ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. საქართველოს "112"-ს, 5 სხვა ქვეყანასთან ერთად, ჯილდო გადაეცა განხორციელებული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ხელი შეეწყო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

დაჯილდოების ცერემონია ემოციებით დატვირთული, დაუვიწყარი საღამო იყო, რომელსაც 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები, ევროპარლამენტის წევრები და გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები.

საქართველომ „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. 8 წლის ლექსო ბოჟაძემ საკუთარი დედის სიცოცხლე გადაარჩინა მხოლოდ იმით, რომ მან იცოდა, სად უნდა დაეეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ადინა იოანა ვალეანმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს პირადად გადასცა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ჯილდო და ღრმა პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ.

„ეს არის დიდი სიამოვნება და პატივი, რომ დავაჯილდოვო მიღწევებისთვის ორგანიზაციები, მამაკაცები, ქალები და ბავშვები, რომელთა ქმედებებმა და ჩართულობამ ხელი შეუწყო "112"-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცნობიერების დონის ამაღლებას მთელს ევროპაში. ამისათვის ისინი იმსახურებენ ჩვენი მხრიდან აღიარებასა და აღტაცებას. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ნომინანტს, მათ შეძლეს და ჩვენც უფრო მოტივირებულები ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში",-განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ადინა იოანა ვალეანმა.

"112"-ის ყოველწლიურ ცერემონიაში გამარჯვებულები არიან:

"საუკეთესო ზარის მიმღები" - ლიტვა;

"განსაკუთრებული მოქალაქე" - 8 წლის ლექსო საქართველოდან;

"საუკეთესო გადაუდებელი დახმარების ქოლ-ცენტრი" - იტალია და რუმინეთი;

"საუკეთესო სამაშველო ოპერაცია" - შვედეთი;

"საუკეთესო ინოვაცია" - დიდი ბრიტანეთი .

ნომინაციაში - „განსაკუთრებული მოქალაქე“ - ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია აჯილდოვებს პირს/პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში, იმით რომ დარეკეს 112-ზე საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად.

ნომინანტების შერჩევის პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყველა წევრი ქვეყნის მიერ იგზავნება სხვადასხვა კატეგორიაში შესაბამისი ისტორიები, რომელსაც აფასებს კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრები არიან გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები. თითოეული კატეგორიისთვის ჟიურის წევრების მიერ ხდება ორი ან სამი ისტორიის შერჩევა. ნომინანტების ფინალური შერჩევა კი ხდება ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის წევრი ქვეყნების მიერ, პირდაპირი ხმის მიცემის წესით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გამარჯვებულად შერჩევის პირველივე ეტაპზე, ყოველგვარი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დასახელდა.

„112"-ის დანიშნულების და მისი გამოყენების შესახებ ბავშვების ინფორმირება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ ნომერი "1-1-2" რისთვის, როგორ და რა შემთხვევაში გამოიყენონ. პატარა ლექსოს ინფორმირებულობამ, თუ როგორ მოქცეულიყო გადაუდებელ შემთხვევაში, მისი დედის სოცოცხლე იხსნა“,- აღნიშნა "112"-ის დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილმა.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA)

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA-European Emergency Number Association) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, ქ. ბრიუსელში.

ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა.

EENA 80-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენელს, 15 საერთაშორისო ასოციაციას/ორგანიზაციას, ევროპარლამენტის 150-ზე მეტ წევრსა და 70 მკვლევარს აერთიანებს. საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის, 3 სექტემბერს გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42