ბიუჯეტის დეფიციტი 3.5%-მდე გაიზრდება, მთავრობის ვალი კი 43%-ს გადააჭარბებს - ჯაფარიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:10, 23 Apr, 2015     1164

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ უარყოფით პროგნოზს აკეთებს. ჯაფარიძის თქმით, წელს მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ გაუარესდეს და დაასახელა კონკრეტული სფეროები, სადაც მდგომარეობის გაუარესება არის მოსალოდნელი.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი გააუარესა - BB- პოზიტიურიდან, რეიტინგი შეიცვლა BB- ს ტაბილურად.

ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა მოლოდინებია გაცხადებული fitch-ის მიერ საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში. Fitch-ი ელის, რომ წელს:

• საქართველოს სავალუტო რეზერვები 2.5 თვის იმპორტის ზღვარს ქვემოთ იქნება

• ექსპროტი შემცირდება 20%-ით

• მიმდინარე ანგარიშიც დეფიციტი გაიზრდება მშპ-ს 9-დან 14%-მდე

• წმინდა საგარეო ვალი გაიზრდება მშპ-ს 58-დან 80%-მდე

• ეკონომიკური ზრდა შემცირდება 2%-მდე

• ერთ სულ მოსახლეზე მშპ შემცირდება 3,623 დოლარიდან 2,923 დოლარამდე (700 დოლარით ნაკლები)

• ეს ნიშნავს რომ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით შემცირდება 7,666 დოლარიდან 6,209 დოლარამდე (1,456 დოლარით ნაკლები)

• ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება 3.5%-მდე

• მთავრობის ვალი გაიზრდება 43%-ზე ზემოთ

როგორც ვხედავთ, წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ - რომ თუ არ მოხდებოდა გაუაზრებელი ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში, ეს აუცილებლად დასრულდებოდა უარყოფითი შედეგებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სამწუხაროდ დღეს ამას უკვე აცხადებს და ადასტურებს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო. დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება კვლავ იმყოფება სირაქლემას პოზიციაში და კოსმეტიკური ქმედებებით ცდილობს შექმნილი ვითარების გადაფარვას.

საჭიროა ბევრად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა: გადასახადების შემცირება, მთავრობის ხარჯების შემცირება და რეგულაციების გაუქმება. თუმცა, ამ ხელისუფლებას მსგავსი რეფორმების გატარებისთვის საჭირო არც კომპეტენცია აქვს და არც პოლიტიკური ნება, ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს,“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42