"ხრუშჩოვკების" დემონტაჟის პროექტების პრობლემებთან დაკავშირებით, თბილისის მერია უბნების მიხედვით იმსჯლებს და ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს, ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკთა. მისი თქმით, ახლანდელი მთავრობის წინა საარჩევნო დაპირება, 50 ძველი სახლის ახლით ჩანაცვლებაზე, სრულდება და 10 მდე პროექტი უკვე განხილულია.
"ჩვენ ვანვითარებთ ამ პროექტს ინდივიდუალურად უბნების მიხედვით, სადაც მოთხოვნა არსებობს კერძო სექტორის მხრიდან. ეს ეხება არა მხოლოდ "ხრუშჩოვკების" პროექტს, არამედ ძველი ნგრევის პირას მყოფი სახლების პროექტებს, სადაც გაზრდილი კოეფიციენტი მიეცემა ჩვენი მხრიდან მშენებელ კომპანიებს და ისინი ავითარებენ ამ პროექტებს. რამდენიმე ასეთი წინადადება ჩვენთან იყო შემოსული, განვიხილეთ და მწვანე შუქი მივეცით, რამდენიმე მათგანი ახლაც მოლაპარებისა და განხილვის სტადიაზეა. ასე რომ, ინდივიდუალურ რეჟიმში ვუდგებით უბნების მიხედვით ამ პრობლემას. ჩვენი წინასაარჩევნო მინიმალური დაპირება იყო ის, რომ 50 სახლზე მეტის ჩანაცვლება მოხდებოდა. 10-მდე პროექტი უკვე განხილულია და ზოგიერთ მათგანს უკვე მიეცა მშენებლობის ნებართვა" - განაცხადა ნარმანიამ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






