ელექტროენერგია შესაძლოა საგრძნობლად გაძვირდეს. „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სემეკს ტარიფის კორექტირების თხოვნით უკვე მიმართა. როგორც კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური მათ 30%-ით გაუძვირდათ.
„იმდენად გაძვირდა ელექტროენერგიის ფასი, რომელსაც აბონენტებისთვის ვყიდულობთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიის ყველა რესურსი ამ მიმართულებით იყო. ნელ-ნელა ეს რესურსიც იწურება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით სემეკში შევიტანეთ განაცხადი ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით. თუმცა გაძვირდება თუ რა მოხდება ეს არის სემეკის პრეროგატივა. დღეს დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა“, - ამბობს „ენერგო პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურის უფროსი.
საბოლოო გადაწყვეტილება, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სემეკმა უნდა მიიღოს. ასვე მისი გადასაწყვეტია ტარიფის კორექტირება ფიზიკურ პირებს შეეხებათ თუ იურიდიულ პირებს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






