საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის მიერ ,,არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის'' ფარგლებში განახლდა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რაგბისა და ფეხბურთის სწავლება და ხეზე კვეთის, ხის მხატვრული დამუშავების სწავლება.
მსჯავრდებულებთან რაგბსა და ფეხბურთში საწვრთნელი ვარჯიშები 8 თვის განმავლობაში, აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, კვირაში 2 ჯერ ჩაუტარდებათ. ხეზე კვეთის, ხის დამუშავების სწავლება 7 თვის განმავლობაში (კვირაში სამჯერ) განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში ყველა საწვრთნელ-სატრენინგო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პირების შერჩევა სამინისტროს მიერ კონკურსის წესით ხორციელდება.
მსჯავრდებულებთან პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო ინვენტარი, აღჭურვილობა და მასალები (როგორიცაა, სპორტული ინვენტარი, სპორტული ფეხსაცმელი, ფორმები, ხის მასალა, დამხმარე საშუალებები, დაზგები, ხერხები და სხვა) უზრუნველყოფილია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.
სამინისტროს ,,არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა'' 2013 წლიდან ხორციელდება ახალგარდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის მიერ. მიმდინრე წელს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც მოიცავს სპორტული ტურნირების მოწყობას, მინანქარის სწავლებას, ტრენინგ-სემინარების მოწყობას თემებზე: ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები, სამოქალაქო განათლება, ჯანასაღი ცხოვრების წესი, ჯანდაცვა, ჰიგიენა
ასევე, პროგრამის ფარგლებში, პერიოდულად დაგეგმილია შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, როგორიცაა: ,,რა, სად, როდის?'', ,,ეტალონი'', ,,ყველაზე ჭკვიანი'', სპორტული ვიქტორინა. წლის განმავლობაში მოეწყობა შეხვედრები ცნობილ სპორტსმენებთან, პოეტებთან, მწერლებთან და მუსიკოსებთან.
მასალის გამოყენების პირობები






