,,მარგველაშვილმა არ ინება ჩვენი მიღება“ - „არემჯის“ თანამშრომლები
საზოგადოება - 17:20, 21 Apr, 2015     1056
კომპანია „არემჯის“ თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

„დღეს კომპანია „არემჯის“ 8-კაციანი საინიციატივო ჯგუფი ჩამოვედით თბილისში, რათა შევხვედროდით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და ის სატკივარი გვეთქვა, რომელიც ამდენი ხანია, გვაწუხებს.

უკვე რამდენიმე თვეა, გვსურს გავესაუბროთ პრეზიდენტს და პირადად მოვუყვეთ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც დაბა კაზრეთს და მთლიანად ბოლნისის რაიონს აწუხებს ბოლო რამდენიმე წელიწადია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორეჯერ ვიმყოფებოდით მის რეზიდენციასთან და ვითხოვდით ელემენტარულ შეხვედრას, მან არც დღეს ინება ჩვენი მიღება და მოსმენა. არ შეგვხვდა 1000 კაცს, არ შეგვხვდა არც 8 კაცს, მაშინ როდესაც უპრობლემოდ და პირადად ხვდება იმ გრანტიჭამია არასამთავრობოებს, რომლებმაც მას ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდეს, ის უარს აცხადებს მშრომელ ხალხთან შეხვედრაზე, რათა მოისმინოს მეორე მხარის პოზიციაც.

კერძოდ, გვაინტერესებს ხალხის არჩეულ, ჩვენს მიერ არჩეულ პრეზიდენტს თუ მართლა აინტერესებს რაში მდგომარეობს ყაჩაღიანის უბნის ე.წ. საყდრისის პრობლემა? პრეზიდენტი ხალხს თუ არ გვისმენს, გვებადება ლეგიტიმური შეკითხვა, ვის უსმენს? „ნაციონალებს“? „თავისუფალ დემოკრატებს“? ნაყოფიას მიერ დაფინანსებულ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტს“? გრანტიჭამია არასამთავრობოებს კახა კოჟორიძის მეთაურობით? თუ იმ ე.წ. არქეოლოგების ჯგუფს ვინმე შტოლნერის მეთაურობით, რომლებიც 9 წლის განმავლობაში თხრიდნენ ე.წ. ბორცვს და მიღებული აქვთ მილიონობით დაფინანსება?

თუ უნდა გვისმენდეს ჩვენ მშრომელ ხალხს?

გამოდის, რომ მას არ აინტერესებს მშრომელი ხალხის აზრი და მხოლოდ ცალმხრივად უსმენს და მხარს უჭერს იმ ვიწრო ჯგუფების ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკისათვის ძირგამომთხრელ ორგანიზაციებს და პარტიებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში სოციალური აფეთქების მოწყობა და ქვეყნის პარალიზებაა.

ჩვენ გული გვწყდება, რომ გიორგი მარგველაშვილი აღმოჩნდა არა ხალხის, არამედ ჩვენი ქვეყნის მტრების პრეზიდენტი, რომელიც გამოკეტილია ნაციონალურ სასახლეში“, - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42