ბრენდმა ANOUKI და 2015 წლის შემოდგომა -ზამთრის კოლექციამ მოდის მიმდევართა მოწონება დაიმსახურა.„ერთ-ერთი ყველაზე გამართული კოლეცია“- ასე შეაფასეს ანუკი არეშიძის ჩვენება დიზაინერებმა და Tbilisi Fashion Week - ზე მყოფმა სხვა სტუმრებმა. ანუკი მოლოცვებს უხვად იღებდა.
თამუნა ინგოროყვა: „ვულოცავ ანუკას, იყო ძალიან ლამაზი, ნაზი , ჰაეროვანი კოლექცია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი წარმატებული გახდა“.
ჯიჯი რეჯინი: „მართლა ძალიან გაიზარდა, შემდგარი დიზაინერია ჩვეულებრივი, უბრალოდ ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. აწყობილი იყო ძალიან კარგი, ფერი, ფაქტურები ანუკა ერთ-ერთი ის დიზაინერია, რომელიც ცდილობს ყოველთვის დაიცვას კანონები . მომწონს ანუკას შემოქმედება, პირველ რიგში იმიტომ რომ ნამდვილად მუშაობს, ეს გოგო მუშაობს ყოველ დღე და ეტყობა კიდეც კოლექციას“.
დათუნა სულიკაშვილი: „ძალიან მომეწონა , ძალიან ლამაზი იყო. ანუკისეული, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ვულოცავ“.
ია კიწმარიშვილი: „ძალიან მომეწონა, ამ კოლექციას ველოდებოდი მოუთმენლად, ჩემი მოლოდინი გამართლდა, ნაფიქრი იყო, ქალური, ბავშვური ყველაფერი ერთად ... სტანდარტულად იცავს თავის ხაზს და გამარჯვებას ვუსურვებ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ გაიზარდა, მაგრამ ამავდროულად ქალურიც და ბავშვურიც, რაც ჰქონდა და რაც არის მისი დამახასიათებელი დარჩა და ეს ასეც უნდა იყოს. ეს ანუკის ხელწერაა, ამიტომაც არის ის კარგი დიზაინერი რომ თავისი ხელწერა აქვს“.
ავტორი: დეა თავბერიძე





მასალის გამოყენების პირობები






