მსოფლიოს ცნობილი დიზაინერები თბილისში - მოდის კვირეული MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI
კულტურა - 17:01, 21 Apr, 2015     4075
მოდის კვირეულის MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI-ის პრესკონფერენცია გაიმართა.

MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI-ის პრესკონფერენციას MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI-ის დამფუძნებელი საქართველოში სოფო ჭყონია, მერსედესის გენერალური დირექტორი დავით ჩიქოვანი და „ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ლადო ჩიხლაძე უძღვებოდნენ. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მოდის კვირეულის მონაწილეები.

ორგანიზატორების განცხადებით, 2015 წლის 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით, თბილისში მოდის კვირეული MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI გაიმართება. მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისი როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებს უმასპინძლებს. მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ორი საერთაშორისო პროექტი ხელოვნების ფესტივალი ARTGeorgia და საერთაშორიოსო კონკურსი BENEXT.

ფესტივალს დაესწრება და ექვსი დღის განმავლობაში გააშუქებს როგორც უცხოური ასევე ქართული მედია. Vogue–ის ფრანგული, უკრანიული, რუსული და იტალიური გამოცემები, The New York Times, Elle Italy, Vanity Fair, Buro 24/7, L’Officiel, Vogue Japan, Style.com, I D Magazine, Dazed & Confused, Nowfashion , Fashion Monitor, Zoe Magazine, Schon Magazine, Achtung Magazine, Forbes Ukraine, Forbes Kazakshtan, Paper Magazine, Grazia Italy, ASVOF, Business of Fashion, The Style Examiner, The Huffington Post, Details Magazine, LOVE Magazine,

WUT Berlin -Tokyo, VOO store Berlin, Antonioli Milan.

Marangoni Institute Milan, IED Milan, Haute Future Fashion Academy Milan, LISAA Paris, Domus Academy Milan პრიზებს დააწესებენ BENEXT საერთაშორისო კონკურსზე რომელშიც 30 დიზაინერი და 5 ქვეყანა მონაწილეობს.

ასევე ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები RAD HOURANI, MANISH ARORA, Jean Paul Gaultier და Jean Charles de Castelbajac -ის სახლების დამფუძნებელი Donald Potard დაესწრებიან.

Mercedes Benz Fashion Days Tbilisi საქველმოქმედო ფონდი „Societe Anonyme”-ის ორგანიზებითა და კომპანია მერსედესის მხარდაჭერით იმართება. მოდის კვირეულში მონაწილეობას იღებენ: ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ანუკა ქებურია, ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, გვანცა ჯანაშია, GOLA, ნინო სეფიაშვილი, თენგიზ სეფიაშვილი, თეო გარდაფხაძე, სიმონ მაჩაბელი, ნინო ბაბუხადია, LAKO BUKIA, BESSARION, Alexander Arutyunov, ტატა მეფარიძე. ასევე უკრაინელი წამყვანი დიზაინერები: POUSTOVIT, LITKOVSKAYA, LAKE STUDIO, PRZHONSKAYA, ANNA OCTOBER რუსეთი: Walk of Shame.

მოდის კვირეულის ძირითადი ლოკაცია „ექსპო ჯორჯია“ იქნება, ხოლო გამოფენები, ჩვენებები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები თბილისის არაორდინალურ ადგილებში ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42