გამოიფინება სხვადასხვა თაობის მხატვარების, კერამიკოსების , მოქანდაკეებისა და გრაფიკოსებ ნამუშევრები თემაზე „ ქართული ღვინო და აღდგომა“.
ნამუშევრების გამოფენა 2015 წლის 22 აპრილს, 18:00 სთ–ზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით მოხდება.
ირაკლი სუთიძე, ქეთევან მატაბელი, გუგა კოტეტიშვილი, კოკა ცხვედიანი, თუთა კილაძე, ნოდარ ბადურაშვილი, გუგა კაკაბაძე, ქეთი დავლიანიძე, სოსო ჩხაიძე, სანდრო ჩხაიძე, გოგა არეშიძე, დეა სოსელია, ზურა გომელაური, ირაკლი გაბეცაძე, ლევან მარგიანი, თინა ცხადაძე, მარიკა იზორია, მაია ქაჯაია, ლეილა შელია, მესო არბოლიშვილი, სოსო ნადირაძე ეს იმ შემოქმედთა არასრული ჩამონათვალია, ვისი ნამუშევრებიც ამ დღეს გამოეფინება.
ღონისძიება ქართული ღვინის, როგორც ეროვნული კულტურის საგანძურის პოპულარიზაციას ემსახურება. გამოფენას საზეიმო საღამოს სახე აქვს, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრები გაიყიდება. გაყიდვიდან შემოსული თანხა კი გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას „ბავშვი და გარემო“, რომელიც მიუსაფარი ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი ”ქართული ხმები”, თითების თეატრი, ჯაზ-კვარტეტი, ბიჭუნათა ვოკალური ანსამბლი.
ღვინის თემას მიძღვნილი გამოფენა დაკავშირებულია ღვინის წარმოების 8000 წლიან ისტორიასთან და კარგად გამოხატავს რელიგიურ კონტექსტშიც მის მნიშვნელობას. ამასთან, საქველმოქმედო ღონისძიება ემსახურება ქართული ღვინის, როგორც კულტურული საგანძურის პოპულარიზაციას და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ღვინოს, როგორც კულტურულ ფენომენს.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი. საპატიო გამომსვლელები კი არიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან, სამთავრობო, ბიზნეს და საზოგადოებრივი სექტორებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2003 წელს დაფუძნდა; 2014 წლიდან სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის “ASI: “Association de la Sommellerie Internationale” წევრია და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, კერძო კომპანიებთან, უცხოელ პარტნიორებთან. ასევე, გამოსცემს ჟურნალს „ღვინო“.
მასალის გამოყენების პირობები






