RMG-ის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია პასუხის გარეშე დატოვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:12, 21 Apr, 2015     820
კომპანის წარმომადგენლებმა ავლაბრის რეზიდენციის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, შეხვდებოდათ თუ არა მათ გიორგი მარგველაშვილი.

„ჩვენ ვეცადეთ პრეზიდენტთან შეხვედრას, რომ სიმართლე გვეთქვა. საათზე მეტხანს ველოდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ გვხვდება. ალბათ, მას სიმართლის მოსმენა არ უნდა. უკვე გასაგებია ყველაფერი, რომ მას ჩვენთან შეხვედრა არ სურს. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის არასამთავრობოების, „ნაციონალების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პრეზიდენტი. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენ ჩვენს სამუშაოს მივხედავთ, აქ ჩვენს ყოფნას აზრი აღარ აქვს. ახლა წავალთ და ხელმძღვანელობას ვთხოვთ, რომ საკონფერენციო დარბაზი გამოგვიყონ, რათა ჩვენი, მშრომელი ხალხის აზრი დავაფიქსიროთ“, - განაცხადა RMG-ის თანამშრომელმა გიორგი ნასყიდაშვილმა.

კომპანია RMG-ის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა იყო. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და მას საყდრის-ყაჩაღიანთან განვითარებული მოვლენების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

RMG-ის თანამშრომლები ამის გამო ითხოვდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას, რომ საკუთარი ინფორმაციაც მიეწოდებინათ. მათთან შესახვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ბესო აბაშიძე და პრესამსახურის წარმომადგენელი მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისაღებში. მათ RMG-ის თანამშრომლებისგან მოთხოვნები მოისმინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42