თბილისში, Europa-bet.com-ის „პოკერ რუმში“, 30 მაისიდან სტარტს აიღებს პოკერის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, World Poker Tour (WPT), რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი იქნება 200 000$, ფინალური თამაში გაიმართება 7 ივნისს.
World Poker Tour-ს უმასპინძლებს Europe-bet.com. ტურნირამდე 6 კვირით ადრე, თბილისს WPT-ს ოფიციალური წარმომადგენლები ეწვივნენ მოსამზადებელი სამუშაოების მონიტორინგისთვის.
Hermance Blum - GM WPT Europe; Arthur Voskanyan – GM Pokerclub Management, Europa-bet.com – ის გენერალური დირექტორი მაია კოპინაძე და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი გვენეტაძე ერთად გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას „პოკერ რუმისა“ და VIP ლაუნჯის ტურნირის მასპინძლობისთვის მზადყოფნის შესახებ.

World Poker Tour - სა („პოკერის მსოფლიო ტურსა“) და Europe-Bet.com-ს შორის შეთანხმება შედგა 2015 წლის 12 თებერვალს. ხელშეკრულების თანახმად, World Poker Tour მიაწვდის ლიცენზირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას საქართველოში Europe-Bet.com-ის ექსკლუზიური გამოყენების უფლებით. შედეგად, Europe-bet.com 2015 წელს უმასპინძლებს WPT-ს სამ ღონისძიებას, მათ შორის WPT-ს ძირითად ტურს, ექნება World Poker Tour-ის სატელევიზიო შოუს ტრანსლაციისა და რეკლამირების უფლება და აშ.
პოკერის მოყვარულთა საზოგადოებაში, WPT-ს ტურნირების განსაკუთრებული პოპულარობის გამო, არის მოლოდინი, რომ 2015 წელს ბევრი უცხოელი მონაწილე ესტუმრება საქართველოს. ეს მოვლენა მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. WPT-ს ოფიციალურმა პარტნიორმა Europe-Bet-მა მოამზადა სპეციალური შეთავაზება უცხოელი მონაწილეებისთვის, რომელიც მოიცავს 1 და 3 დღიან ტურს თბილისსა და რეგიონებში. ქართული ღვინისა და ყველის დეგუსტაცია პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. Europe-Bet-ის შეთავაზება გახდება უნიკალური და შთამბეჭდავი გამოცდილება იმ მონაწილეთათვის, რომლებიც WPT-ს ასეთ ღონისძიებებზე მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში.
World Poker Tour დაბრუნდება ნოემბერში, მსოფლიო პოკერის ტურის პრესტიჟული „ჩემპიონთა თასით“ („WPT Champions Cup™“) და ასევე, დეკემბერში, WPT-ს მეორე ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით.
"მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ვუმასპინძლოთ World Poker Tour-ის ღონისძიებებს პრემიერ კლასის პოკერ-კლუბში და გავამყაროთ კომპანიის პოზიციონირება არა მარტო საქართველოს ბაზრის ლიდერის, არამედ, გლობალური ოპერატორის პოზიცია“, – აცხადებს Europe-Bet.com-ის გენერალური დირექტორი მაია კოპინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






