ანიტა რაჭველიშვილს „საგვარეულო“ საჩუქარი სპექტაკლის შემდეგ
საზოგადოება - 12:29, 21 Apr, 2015     1714

მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი, მაყვალა ქასრაშვილი ცოტა ხნის წინ ლა სკალაში დაესწრო “აიდას”, რომელშიც ანიტას ერთ-ერთი მთავარი, ამნერისის როლი აქვს. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ქალბატონი მაყვალა ანიტას შეხვდა ერთი განსაკუთრებული საჩუქრის გადასაცემად... ბეჭედი, რომელიც ფაქტობრივად "საგვარეულოა" საოპერო სივრცეში!

როგორც ქალბატონმა მაყვალამ თქვა, ანიტას სპექტაკლის ნახვის შემდეგ იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, გადაწყვიტა ეჩუქებინა ბეჭედი, რომელიც თავად მას ცნობილმა მეცო სოპრანომ, მარია მაკსაკოვას შვილიშვილმა აჩუქა. მარია მაკსაკოვა 1940-50-იან წლებში მღეროდა დიდი თეატრის სცენაზე… თავად მას კი, კიდევ უფრო ადრეულ წლებში ბეჭედი ბებიისგან ერგო.

ანიტა რაჭველიშვილი: „ყოველ სპექტაკლს თავისებური ემოციური ფონი ახლავს, განსაკუთრებით, როდესაც წარმოდგენა მთავრდება და მაყურებლისგან აპლოდისმენტების სახით გრძნობ შენდამი დამოკიდებულებას. ამ ემოციების შემდეგ კულისებში რომ ქალბატონი მაყვალა დავინახე, კიდევ უფრო მძაფრად განვიცადე სიხარული, რადგან ის ნამდვილად საამაყო ადამიანია საქართველოსთვის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სოპრანო. რომ გავიგე რისთვისაც მომინახულა, ტირილისგანაც ვერ შევიკავე თავი. მან გადმომცა ბეჭედი, რომელიც ძალიან სიმბოლურია და ჩემამდე ატარებდნენ სახელგანთქმული საოპერო მომღერლები. ეს ჩემთვის მართლა დიდი პატივი და სიხარულია. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვატარო ეს ძვირფასი საჩუქარი” .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42