ვასილ ბექაური ლევან ხაბეიშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს და სასამართლოში უჩივის
საზოგადოება - 19:28, 20 Apr, 2015     2387
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი საუბნო სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ ბექაური არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ წარმომადგენელ ლევან ხაბეიშვილს ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივლებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და მერიის ყოფილი თანამშრომელი ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს, რომ ბექაური მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული. ,,ხაბეიშვილის ბრალდების ერთადერთი არგუმენტი საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში მოხსენიებულია ვინმე ვასილ ბექაური, სულ სხვა პიროვნება, რომლის პირადი მონაცემები არ ემთხვევა ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლის, ვასილ ბექაურის პირად მონაცემებს. ემთხვევა მხოლოდ ამ ორი პიროვნების სახელი და გვარი. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენში დასახელებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების ნაწილი წაშლილია, მაინც გარკვევით იკითხება, რომ გასამართლებული ვასილ ბექაური ცხოვრობს საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში და დაბადებულია მარტის თვეში. გამგეობის თანამშრომელი ვასილ ბექაური კი დაბადებულია მაისში და დაბადებიდან დღემდე თბილისში ცხოვრობს. ასევე არ ემთხვევა ამ ორი პიროვნების მამის სახელები. შესაბამისად, აღნიშნული სასამართლოს განაჩენი არ ეხება ნაძალადევის გამგეობის თანამშრომელ ვასილ ბექაურს და საქმეში ფიგურირებს სხვა პიროვნება“ - აცხადებენ მერიაში.

მათივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მთავრობისა და თავად ვასილ ბექაურის დისკრედიტაციის მიზნით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ,,ბექაურს გამგეობაში წარდგენილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომელშიც წერია, რომ იგი არ არის ნასამართლევი.

მიუხედავად ამ გარემოებებისა, ვინაიდან მედია საშუალებებით გავრცელდა ამგვარი ინფორმაცია, თბილისის მერია ვალდებულია, გადაამოწმოს ნებისმიერი ფაქტი. ამიტომაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს საკითხის მოკვლევა უკვე დაავალა“.

ვასილ ბექაური ნაძალადევის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42