„ერთი სული ჰქონდათ, როდის წავაგებდით თამაშს"- ლორია ლანჩხუთის გამგებელს უპირისპირდება
სპორტი - 17:31, 20 Apr, 2015     2831

გუშინ ქუთაისის „ტორპედოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია და მთელი სამწვრთნელო შტაბი, თანამდებობებიდან გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, მწვრთნელთა შტაბის დათხოვნის მიზეზად ევროტურნირებზე ვერ გასვლა დასახელდა. თუმცა, ბევრი იმასაც ამბობს, რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო, რადგან კლუბის პრეზიდენტი არასასურველი კადრების გაშვების საბაბს ელოდაო. „ნიუპოსტთან“ კლუბის უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ლორია საუბრობს:

,,თამაშის წაგების შემდეგ გუნდის პრეზიდენტმა დაგვიბარა, კლუბის საწვრთნელი შტაბი მთლიანად და ორი სიტყვით მოკლედ გაგვაცნო, რომ ორშაბათიდან ყველა გათავისუფლებულია. ვიტყვი, რომ ხელმღვანელობა დიდიხანია ელოდებოდა ჩვენს წაგებას. იცით, რომ ,,გურიის“ პირველი წააგება და ის ერთადერთი გუნდია, ვინც აქამდე წაუგებლად მიდიოდა. ამიტომ, ეს დიდიხნის დაგეგმილი მიზნებია. აქამდეც ბევრჯერ იყო მცდელობა ჩვენი კლუბიდან გაშვების. უბრალოდ, ხელშეშლა მათთვის გამოიწვია იმან, რომ ჩვენ დეკემბრის ბოლომდე გვაქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ჩვენ ვითხოვთ იურიდიულ ფორმას, რა ფორმით მოხდება ჩვენი სამსახურიდან გაშვება.

იცით ალბათ, რომ კლუბი ჩავიბარეთ თამაშის დაწყებამდე ორი დღით ადრე, კლუბის დირექტორი გოგი ფაცურია გახლდათ, მაგრამ მაინც პირველი პირი განაგებდა. რადგან ფული ბიუჯეტიდან მოდის. მაშინ იყო მიზანი, რომ გუნდი არ გავარდნილიყო უმაღლესი ლიგიდან. ჩვენ თვითონ რაიონის ხელმძღვანელობამ და თავად გოგი ფაცურიამ გვითხრა ასეთი, რამ ,, რომ ამ ეტაპზე ფული არ იქნებოდა გუნდში“ და ამას გაგებით უნდა მოვკიდებოდით. ანუ, მეორე წრემდე უნდა მიგვეტანა გუნდი, ოღონდ შედეგით. ჩვენ გარკვეული ამოცანა რაც გვქონდა და მე მეგონი ეს ყველამ დაინახა, რომ თავი ძალიან კარგად გავართვით. მადლობას ვეტყვი ყველას, ვინც ჩემს გვერდით იდგა, რადგან ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. რომ არა ფედერაციის ფული, ალბათ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდებოდით. ამიტომ ის 200 ათასი, რაც მოვიდა, ყველა ფეხბურთელებს გადავუნაწილეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ფაქტიურად არ მიგვიღია... პირდაპირ ვიტყვი, რომ კლუბი სავსეა უვიცი ხალხით. მეორე წრე როცა იწყებოდა გამგებელმა გვითხრა, რომ უნდოდა ,,უეფაზე“ გამსვლელი გუნდი. ეგაა სასაცილო თემა. ,,უეფაზე“ გამსვლელ გუნდს იმდენი რამ ჭირდება... სადღაც წავიკითხე გამგებლის განცხადება, როცა ის ამბობს, რომ ,,დინამოზე უკეთესს პირობეში ვართო“, ცოტა სასაცილოდ მეჩვენა.

_ ბატონ თემურ პირობები ახსენეთ და რა პირობებში გიხდებოდათ ვარჯიში?

_ შეგიძლიათ სურათი გადაუღოთ მინდორს, თუ სად ვარჯიშობონ. იქ თუ შეიძლება მაღალი მიზნებისთვის ვარჯიში. უბრალოდ საშუალო დონის გუნდისთვის მშვენიერი პირობაა, ამას ვიძახი და არ უარვყოფ. მაგრამ თბილისის დინამოს რომ შეადარო ვფიქრობ ცოტა ზედმეტია... რომელ მაღალ მიზნებზეა საუბარი. ასე თავი გაისულელოს ადამიანმა, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. რაც შეეხება ჩემს გათავისუფლებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დიდი ხნის დაგეგმილია.

_ ბატონო თემურ, ამის ერთ-ერთ მიზეზად, "გურიას" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მხრიდან კახა ებრალიძის კანდიდატურის მხარდაჭერას ასახელებენ.

_ მაგას ვერც მე ვიტყვი და თითონაც იუარებს. პოლიტიკასთან არანაიირი კავშირი არ მაქვს. თუმცა არც ეგაა გამორიცხული. კახასადმი ჩემი მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაში, რომ მე მისი პროგრამა , მისი ნამუშევარი და საქციელი მომწონდა. არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩემი თაობა ვინც მოდის, გარკვეული წლები დასჭირდა იმისთვის, რომ ,,გურია“ გადაერჩინა. მითხარით ერთი დღე, როდის იყო არეულობა? უფულო გუნდში პრობლემა არ ყოფილა , როცა გოგი ფაცურია და კახა ებრალიძე იყო ხელმძღვანელი. ახლა ფულია კლუბში და სრული ქაოსია.იმიტომ რომ პირდაპირ ვიტყვი, არავინ თავის ადგილზე არ არის. სადღაც წავიკითხე 161 კაცი მუშაობსო, ამდენი კაცი ,,მანჩესტერს“ არ ეყოლება კლუბში. რა შედეგზე ლაპარაკობენ, ერთი სული ჰქონდათ როდის წავაგებდით. მე არ დამიმალავს ეს, პირში ვუთხარი. რაღაც აბსურდს მეტყვიან, ამა თუ იმ მუხლით გიშვებთო. კიდევ გეტყვით და რა თქმა უნდა ამასაც იუარებს, თითონ პირდაპირ მითხრა გამგებელმა, რომ დუბლების მწვრთნელები მოხსენითო . მაშინ ფეხბურთელებმა არ ითამაშეს და გვერდით დაუდგენებ ბიჭებს. მერე კეთილი ინება და უკან დაიხია.თვითონ მითხრა, რომ გავათავისუფლებ არასწორი საქციელისთვისო. არასწორია ხელფასს რომ მოგთხოვენ? როცა არ არის ფული, გაგებით ეკიდება ყველა, მაგრამ მილიონია კლუბში გამოყოფილი, ფაქტიურად დახარჯულია ეს მილიონი და დავალიანებაა. მე მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და არსად წავლას არ ვაპირებ. ჯერ მომივიდეს ბრძანება. საინტერესოა რა მოტივით გამათავისუფლებს, რის საფუძველზე? აქვე იმასაც გეტყვით, რომ ზაზა ურუშაძის თავშესაფარი გახდა კლუბი. ამას მას პირშიც ვეტყვი და ამის თქმის არ მერიდება. მასეთი ხალხი ღუპავს ქართულ ფეხბურთს. თუმცა მე კლუბში ამას ყველაზე ვერ ვიტყვი, რადგან იქ არიან ღირსეული ადამიანებიც.


თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42