მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან- კომპანია „RMG“- ის განცხადება
საზოგადოება - 17:09, 20 Apr, 2015     1379
კომპანია „არემჯი“ 20 აპრილს გაზეთ „მთელ კვირაში“ (რეზონანსი) გამოქვეყნებულ სტატიას - „საყდრისის აფეთქებით ხუთი უძველესი ეკლესია დაზიანდა“ გამოეხმაურა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია "არემჯი“ გოლდის დისკრედიტაციის მიზნით.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სტატიაში გახმოვანებული უსაფუძვლო, არაკომპეტენტური და გაზვიადებული ბრალდებები ნაწილია იმ ნეგატიური კამპანიისა, რომელიც „არემჯი“ ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად კომპანიის დისკრედიტაციას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ისახავს.

მიმდინარე წლის 14 აპრილით დათარიღებულ წერილში, რომელიც კომპანიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მიიღო, წერია, რომ მონიტორინგის შედეგად ორსაყდრების ეკლესიებზე შეინიშნება მხოლოდ ძველი, უმნიშვნელო ბზარები, რომლებიც ტაძრებს, ყაჩაღიანის #1 უბანზე კომპანია „არემჯის“ მიერ კანონიერი სამუშაოების დაწყებამდე უკვე ჰქონდა. ამონარიდი წერილიდან:

„სააგენტოს სპეციალისტების მიერ ა/წ 21 იანვარს განხორციელდა ორსაყდრების ეკლესიების მონიტორინგი და დადგინდა, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაზე შეინიშნება ძველი, უმნიშვნელო ბზარები, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის შენობის მდგომარეობას“.

წერილში საუბარია ძველ, უმნიშვნელო ბზარებზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ყაჩაღიანის #1 უბანზე მიმდინარე სამთო-მოპოვებით სამუშაოებთან. ამას ადასტურებენ სააგენტოს ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია და არ არიან საგაზეთო სტატიაში მოყვანილი რესპოდენტების მსგავსი არაპროფესიონალები.

ასევე მნიშვნელოვანია , რომ იმის დასადგენად, თუ რამდენად პროგრესირებადია და რამდენად ახდენს გავლენას გარემო ფაქტორები არსებულ ბზარებზე, სააგენტოს მიერ ღვთისმშობლის და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე მოეწყო ყალაურები (ბზარების პროგრესირების ინდიკატორი).

წერილში ვკითხულობთ:

„სააგენტოს მიერ მუდმივად ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი, არსებული მდგომარეობით ბზარებზე ცვლილებები არ აღინიშნება...“

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყაჩაღიანის #1 უბანზე მიმდინარე სამუშაოები არ უქმნის საფრთხეს ახლო-მახლო მდებარე კულტურულ მემკვიდრეობას. ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუდმივად ახორციელებენ მკაცრ მოტიტორინგს.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავსი სენსიტიური სახის ინფორმაციის გავრცელებას, თავი შეიკაონ ფაქტების დამახინჯებისა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42