"საქართველოში ყველა ვაქცინა, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს, უფასოა"
საზოგადოება - 15:31, 20 Apr, 2015     2541

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად პრეკონფერენცია გაიმართა „ აცერი და დაიცავი“.

პრესკონფერენციას, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების გარდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ჯულიეტ მორგანი, დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის უფროსი რუსუდან კლიმიაშვილი დაესწრნენ.

პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ აცრა საუკეთესო საშუალებაა მომავალი თაობების ინფექციისგან დაცვისათვის.

"საქართველოში ყველა ვაქცინა, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს, უფასო, მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, აბსოლუტურად უვნებელია გვერდითი მოქმედებების გარეშე და სხვადასხვა ინფექციური დაავადების წინააღმდეგ მაღალი დაცვის პროცენტი აქვს" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ცნობილია, ევროპის იმუნიზაციის კვირეულში, სხვადასხვა ტიპის აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის კონცერტი და საჩუქრების გადაცემის ცერემონია გაიმართება - 28 აპრილს, 17:00 საათზე.


რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42