მარნეულში მასწავლებელი მოსწავლეებს სექსუალური შინაარსის სურათების დათვალიერებას აიძულებდა
საზოგადოება - 13:54, 20 Apr, 2015     11956
სოფელ აზიზქენდში ჩასული მასწავლებელი ირმა შველაძე, რომელსაც მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლა ევალება, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოსწავლეებზე ძალადობს და მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.

მოსწავლეები ირმა შველაძის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვენ. გამოცემასთან საუბრისას ერთი-ერთი მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ მასწავლებელი მოსწავლეს გაკვეთილზე უხერხულ კითხვებს უსვამდა.
„ერთხელ ჩემმა შვილმა მომიყვა თავის კლასელზე, რომლის მამაც რუსეთში მუშაობს და დიდ ნაწილს სწორედ იქ ატარებს. როდესაც ამ ბავშვის მამა ჩამოვიდა რუსეთიდან, მეორე დღეს ირმა მასწავლებელმა მთელი კლასის თანდასწრებით ჰკითხა მოსწავლეს, გუშინ საღამოს მამაშენი და დედაშენი რით იყვნენ დაკავებულებიო“,-ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი. მეხუთეკლასელის მშობლის ასკაროვი ზუფულუგოვის განცხადებით კი, შველაძე მოსწავლეებს სექსუალური შინაარსის ფოტოებს ათვალიერებინებდა. „ცუდ სურათებს ათვალიერებინებდა გაკვეთილზე ბავშვებს. 18+ ვგულისხმობ“, – ამბობს მშობელი.

სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის განცხადებით კიირმა შველიძე არა მარტო მოსწავლეებს აყენებს შეურაცხყოფას, არამედ მასწავლებლებსაც არ ინდობს. ის იხსენებს ფაქტს, როდესაც სამასწავლებლოში მამაკაცი მასწავლებლები ისხდნენ და ირმა შველიძემ კი მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:
„ხუთი-ექვსი მასწავლებელი ვისხედით სამასწავლებლოში, შემოვიდა ირმა შველიძე და გვითხრა, თქვენში მამაკაცი არცერთი არ არისო. რა შუაში იყო ან რას გულისხმობდა, ვერ გავიგეთ“- აცხადებს ირმა შველიძის კოლეგა .

სკოლის მოსწავლის თელმან გურბანოვის თქმით, გაკვეთილზე დაგვიანებისა და ქართული სიტყვის შეცდომით წარმოთქმის გამო შველაძე მათ ფულს სძალავდა. „იყო შემთხვევბი, როდესაც გაკვეთილზე ვაგვიანებდი და თითო დაგვიანებაზე 50 თეთრს გვართმევდა ყველას. თვითონ ირმას გაკვეთილზე, ანუ როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი გვქონდა, გვიჭირდა ქართულად გამართულად საუბარი, სიტყვების წარმოთქმა და ამ დროსაც თითო არასწორად წარმოთქმულ სიტყვაში 20-30 თეთრი უნდა გადაგვეხადა. ეს ჯარიმა იყო, თან გვემუქრებოდა, ატესტატს არ მოგცემთო, თქვენი ბედი ჩემს ხელშიაო“, – ამბობს გურბანოვი.

სკოლის მოსწავლეებმა მოძალადე მასწავლებლისგან დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციას სთხოვეს. ოცამდე მოსწავლემ განცხადება საკუთარი ინიციატივით დაწერა და დასახმარებლად „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციას“ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა , სამირა ისმაილოვამ ფაქტის შესწავლა განცხადების შესვლის დღიდანვე დაიწყო და როგორც თავად აცხადებს , დეტალებში ჩარრმავებით კიდევ უფრო მძიმე დანაშაულთან მიდის კვალი.

წყარო „პრაიმტაიმი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42