საჯარო რეესტრში კონსოლიდირებული რეაგირების პორტალზე მუშაობა დასრულდა
საზოგადოება - 11:15, 20 Apr, 2015     506
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ელექტრონული პროგრამა - კონსოლიდირებული რეაგირების პორტალი შექმნა. პროგრამის დახმარებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია მთლიანად ელექტრონული გახდება, გამარტივდება გარე უწყებებთან ურთიერთობა და კოლაბორაცია.

ამ დრომდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ორგანიზაციებს, რომლებსაც ელექტრონული სისტემა საერთოდ არ ჰქონდათ ან მათი სისტემები სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ სისტემებთან არ იყო ინტეგრირებული, ქონების გასხვისებასთან, პრივატიზაციასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით წერილებს ფოსტით უგზავნიდა. ფოსტითვე ხდებოდა მათთან კონსულტაციაც. ამას გარდა, ორგანიზაციისთვის ვალდებულების შესრულების ვადის დაწესება და მისი კონტროლი შეუძლებელი იყო, რაც გასხვისებას თუ პრივატიზაციის პროცესს დროში მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა.

ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული პროცესი ავტომატიზებული გახდება. პორტალის დახმარებით, ნებისმიერ ადრესატთან წერილის ელექტრონულად გადაგზავნა იქნება შესაძლებელი. ვადების დაწესება, უკვე დაწესებული ვადის გაზრდა და მისი შესრულების კონტროლი ავტომატურ რეჟიმში მოხდება.

კონსოლიდირებული რეაგირების პორტალს ელექტრონული ფოსტის მსგავსი, მარტივი ინტერფეისი აქვს, რომელიც სასურველი წერილის მოძებნისა და მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგების საშუალებასაც იძლევა. პორტალი ელექტრონულ ფოსტასთან და SMS მომსახურებასთანაა ინტეგრირებული. წერილის მიღების, ვადის ამოწურვის თუ სხვა სიახლის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მითითებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით იღებს.

კონსოლიდირებული რეაგირების პორტალის კონცეფცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდის მიერ შემუშავდა და დაინერგა. სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული, რამაც ამ სტრუქტურების ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია, ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე გადასვლა, ეფექტური და წარმატებული მუშაობა განაპირობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42