თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
საზოგადოება - 10:29, 20 Apr, 2015     1744

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. 20 აპრილს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება დიდუბის, მთაწმინდის, ვაკის, ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთის, სამგორის, გლდანის, ნაძალადევის რაიონებში.

კერძოდ, დიდუბის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I და VI მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ათონელის, ასათიანის და ჭანტურიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირთა, მცხეთის, შატბერაშვილის, რადიანის, აბაშელის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის და არაყიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, ქეთევან წამებულის გამზირის, ჰოლბრუკის, საექიმოს, ნავთლუღის, ბერი გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის და ჭრელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიაშვილის, კანდელაკის, ლვოვის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის და ვაზისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის და ვარკეთილის მასივის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილსანერგე მეურნეობის, ზედამზის, ლაითურის, ბუგეულის, თოდრიას, გორდის და ხერთვისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42