სოლიდარობის აქციას საქართველოს ქალაქებში ადგილობრივი ასურელებიც შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები იღებდნენ.
თბილისში აქციის მთავარი სიმბოლო სათამაშო იყო, რომლითაც აქციის მონაწილეები ასურელი ქრისტიანი ბავშვებისადმი სოლიდარობას გამოხატავენ. აქცია საქართველოს ქალაქებში 17:00 საათზე დაიწყო.
"სოლიდარიბა ასურელ ბავშვებს, რელიგია არ ქადაგებს მკვკელობას," ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში.
აქციის მონაწილეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ, მოქალაქეები მსოფლიოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ, რათა შეწყდეს სირიასა და ერაყში ადამიანების წამება და კვლა.
ადგილობრივ ხელისუფლებას ასურელი ქრისტიანებისათვის თავშესაფრის გამოყოფის მოთხოვნითაც მიმართეს ქუთაისში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა. მათი თქმით, საჭიროა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს და მასში გაერთიანდენ ის ადამიანები, რომლებსაც ასურელი ქრისტიანების დახმარება სურთ.
ასირიელი ქრისტიანების საქართველოში ჩამოსახლებისკენ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას ფოთში სოლიდარობის აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები. აქციის მონაწილეები მზად არიან ასურელ ქრისტიანელ ბავშვებზე მზრუნველობა თავად აიღონ.
აქციას შეუერთდნენ გორშიც, მათ დაგმეს ქრისტიანების ხოცვა და საერთაშორისო საზოგადოებას დროული და ადექვატური რეაგირებისკენ მოუწოდეს.

მასალის გამოყენების პირობები






