„ერთს ყელი გამოაჭრეს და მეორეს აყურებინეს თუ არ მიიღებ მუსლიმანობას შენც გამოგჭრითო“
საზოგადოება - 17:59, 18 Apr, 2015     6941
„თვითონ არ ჰყავთ შვილები? თავებს, რომ აჭრიან ბავშვებს და ამწარებენ? ამაზე დიდი უბედურება რა არის? რა ვთქვათ?“-ამბობს ზინა სანაშვილი. ის სოფელ ქანდაში წლებია ასურელებთან ერთად ცხოვრობს. გვეუბნება, რომ ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეო კადრებმა სადაც ასახულია თუ როგორ სასტიკად უსწორედებიან ტერორისტები ადამიანებს და მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს მთელი სოფელი შოკში ჩააგდო.
სოფელში მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე 2000-ზე მეტი ასურელი ქრისტიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა მზადაა ის ბავშვები შეიფარონ რომლებიც გავრცელებულ ვიდეო კადრებში დახმარებას ითხოვენ.
ქანდას სკოლის პედაგოგი თამარ ტატუნაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობს, რომ თავადაც ასურელია და მისთვის ასურელების მიმართ ტერორისტების მიერ გამოჩენილი სისასტიკე განსაკუთრებით შოკისმომგვრელია, ტატუნაშვილი მზადაა სირიაში მცხოვრებ ასურელებს დახმარების ხელი გაუწოდოს.
ქართველი ასურელები მსოფლიოს სირიაში და ერაყში მომხდარ შოკისმომგვრელ ამბებზე რეაგირებას სთხოვენ.
„მეცამეტე საუკუნიდან, მეოცე საუკუნის ჩათვლით ასურელებმა სარწმუნოების გზაზე დაკარგეს 16 მილიონი ადამიანი, ისინი ტერორისტებმა დახოცეს. ასურელებმა მიიღეს პირველი ქრისტიანობა, ამის არ დანახვა, ამათი უპატრონოდ დატოვება, ეს არის კაცობრიობის დანაშაული“-ამბობს გრიშა ათანეზოვი.
„გენოციდი მოხდა ჩვენი ხალხის, არ დაინდეს არც ბავშვი, არც ქალი. ჯერ დაიწყო ბერების გატაცებით, ერთი წლის წინ. ორი ბერი გაიტაცეს, ერთს ყელი გამოაჭრეს და მეორეს აყურებინეს თუ არ მიიღებ მუსლიმანობას შენც გამოგჭრითო, რათქმაუნდა არ მიიღო და ისიც შეეწირა. მაშინ მსოფლიომ ხმა არ ამოღო და შერჩათ“-აცხადებს იური რუბანოვი.
ასურელები ითხოვენ საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშნად მაინც, მეტი ყურადღება დაუთმოს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების გენოციდს. მათი თქმით ახლაც ამ დროს ათასობით კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი თუ ახალგაზრდა საფრთხის წინაშეა.

გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ შიდა ქართლი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42