"აჭარისწყალი" ჰესის მშენებლობაზე თანამშრომლის დაღუპვას გამოეხმაურა
საზოგადოება - 16:13, 18 Apr, 2015     1509
კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" ჰესის მშენებლობაზე გარდაცვლილი თანამშრომლის დაღუპვას გამოეხმაურა და მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ გარდაცვლილის და დაშავებულთა ოჯახებს. მათივე თქმით, დასაქმებული ადამიანების დაცვა და უსაფრთხოება კომპანიისთვის უმთავრესია .
სამართალდამცავი ორგანიზაციები უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ, რის შემდეგაც გაკეთდება დამატებითი განმარტებები.
,,აჭარისწყალი ჯორჯია“-ს განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 17 აპრილს კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლების გარდაცვალების და დაშავების გამო. ვუსამძიმრებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილთა და დაზარებულთა ოჯახებს.

ჩვენი კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პროექტის მშენებლობის პროცესში თითოეული დასაქმებული ადამიანის შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვა. ჩვენ შეგვძრა ამ უბედურმა შემთხვევამ და პროექტის გუნდმა დაუყოვნებლივ დაიწყო შიდა მოკვლევა მომხდართან დაკავშირებით.

ამ მომენტისათვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიმდინარეობს გამოძიება უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და პროექტის გუნდი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

დამატებითი განცხადება მომხდართან დაკავშირებით გაკეთდება ზემოთაღნიშნული მოკვლევის დასრულების შემდგომ." - ნათქვამია განცხადებაში:


რუსუდან ქიმერიძე







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42