დავით ნარმანია ოლიმპიური ობიექტების დასუფთავების აქციაში ჩაერთო
საზოგადოება - 16:08, 18 Apr, 2015     1541

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოლიმპიური ობიექტების დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

აქციის ფარგლებში სამშენებლო ნარჩენებისგან დასუფთავდა დიღომში არსებული ოლიმპიური კომპლექსის ტერიტორია.


აქციაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი - 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები, სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ტერიტორია წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული. დავით ნარმანიას თქმით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და დასუფთავების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, ასევე, ეტაპობრივად სრულდება ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა.

დასუფთავების აქციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. ადგილზე, ასევე, განთავსდა 50-მდე ნაგავშეკრები კონტეინერი.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ: ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი - 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ დარჩია, „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორი დავით დოლიძე და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42