მარნეულში კომპლექსური სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:17, 18 Apr, 2015     1568
მარნეულში, სოფელ ჯანდარში, შპს „აგროინვესტ 146“-ის სამაცივრე კომპლექსის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი, ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

შპს „აგროინვესტ 146“-ის სამაცივრე კომპლექსი 2 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და გათვლილია 2100 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტსა და 1000 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე. სამაცივრე მეურნეობაში დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ობიექტი, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლის რეგიონის მოთხოვნებს ამ მიმართულებით. ამ რეგიონში არასეზონზე სასოფლო პროდუქციის გაყიდვის საშუალება არ ჰქონდათ ადგილობრივ მწარმოებლებს, მათ უწევდათ ან ძალიან დაბალ ფასად გაყიდვა, ან ასევე დაბალ ფასად ექსპორტი და ხშირად ხდებოდა ხოლმე შემდეგ იმავე საქონლის იმპორტი. ამიტომ ამ სამაცივრე მეურნეობის გახსნა, სადაც შვიდი მილიონის ინვესტიცია განხორციელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვემო ქართლის მხარისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, კომპანია „სოკარს,“ ორმოცდაათი ადამიანი დასაქმდება პირდაპირ ამ მეურნეობაში, ხოლო ირიბად ეს სამაცივრე კომპლექსი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასაქმებას თავად რეგიონში. ძალიან სასიხარულოა, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით ამ ერთ-ერთ ძალიან აქტიურ რეგიონში იქნება უახლესი, გერმანული და თურქული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სამაცივრე მეურნეობა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჯანდარში სამაცივრე კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები AkkordGeorgia“-მ 2013 წლის მარტში დაიწყო. აშენდა ოფისის შენობა, დამხმარე სათავსო, სამაცივრე კამერები, ტრანსფორმატორის შენობა (ელექტროქსელი), უსაფრთხოების შენობა, საქონლის აწონვის პუნქტი, წყლის რეზერვუარი და სხვა ნაგებობები.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სამაცივრე კამერების სისტემა 4 250 კვ/მ-ს მოიცავს და 12 სამაცივრე კამერისა და 1 შემნახველი კამერისგან შედგება. 2 სამაცივრე კამერა, რომელიც - 5°C/-20°C ტემპერატურაზეა გათვლილი, განკუთვნილია ხორცის და თევზის პროდუქტებისთვის. 10 კამერა კი -5°C/+ 5°C ტემპერატურაზე მუშაობს და ხილისა და ბოსტნეულისთვისაა განკუთვნილი.

თანამედროვე სტანდარტების სამაცივრე სისტემა თურქულმა ფირმა “IMGE”-მ დაამონტაჟა გერმანული წარმოების დეტალების გამოყენებით. სისტემის აღჭურვილობას “AkkordGeorgia” უზრუნველყოფს.

სამაცივრე მეურნეობის საერთო ღირებულება 7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან სამაცივრე აღჭურვილობის ღირებულება 1,1 მლნ აშშ დოლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42