"ბოლო დროს ზოგიერთი მედია საშუალების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება ქართული ბიზნესისა და ბიზნესმენების მიმართ ყოვლად უსაფუძვლო და დაუმსახურებელი ბრალდებები, რასაც, სამწუხაროდ, არ მოჰყვება ადექვატური იურიდიული ზომები იმის გამო, რომ შემუშავებული არაა სათანადო ეფექტური კანონმდებლობა ცილისწამების წინააღმდეგ. ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები ამერიკის სავაჭრო პალატის დიდი ხნის და თვალსაჩინო წევრის "TBC ჯგუფისა" და მისი დამფუძნებლების მიმართ, ასეთი მდგომარეობა მიუღებელი და შეუთავსებელია კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო იურისპუდენციის სტანდარტებთან.
თუკი არ განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და არ იქნა მიღებული სათანადო სასამართლო გადაწყვეტილებები, შედეგად შესაძლოა საგრძნობი ზიანი მიადგეს არა მხოლოდ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ბიზნესის და მისი წამმართველი ადამიანების რეპუტაციას, არამედ საქართველოს, როგორც ბიზნესისათვის უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის, საერთაშორისო იმიჯს,"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






