"ყველა დანიშვნა არის კლანური და ნეპოტისტური"- ბრალდებები ლანჩხუთის ხელისუფლებას
სპორტი - 21:02, 17 Apr, 2015     1459
,,სამწუხაროდ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე შეგვექმნა სერიოზული პრობლემები. ჩვენ 2 ა(ა)იპი-დან საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია. ბატონ გამგებელს მინდა ვუთხრა და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებმაც მინდა იცოდნენ, რომ ეს არის საჯარო ინფორმაციის დამალვა, რომელიც ისჯება კანონმდებლობით"

ეს განცხადება ლანჩხუთის საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან", ყოფილმა გამგებლებმა კახა ასკურავამ და გია გოგუაძემ, დღეს, ლანჩხუთში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

დეპუტატებმა სიტუაცია მიმოიხილეს, რომელიც მათი თქმით, ა(ა)იპ-ებში ხდება და ხელისუფლება საჯარო ინფორმაციის დაბლოკვაში დაადანაშაულეს.

გია გოგუაძე:

_ ძალიან გთხოვთ, როგორც ჩვენ დროს არ იყავით შემწყნარებლები, ასეთივე იყავით ახლაც. იმასაც გეტყვით, რომ გარდა გაზეთ „გურიის მოამბისა", მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან, ყველა სხვა ადგილობრივ გაზეთს, გაფორმებული აქვს 200 ლარიანი ხელშეკრულება . ეს საჯარო ინფორმაციაა და შეგიძლიათ მოითხოვოთ. 200 ლარიანი მილოცვა ყველა ნომერში მე არ გამიგია! ამას ჭკუის დარიგებად ნუ ჩამითვლით, უბრალოდ, დღეს გაჩერება საქმის გაფუჭებაზე ასხამს წყალს, რომელსაც რაიონი უკან მიჰყავს. აბსოლუტურად ყველა დანიშვნა არის კლანური, არის ნეპოტისტური, ოჯახის წევრები არიან დასაქმებულნი. კონკურსი იყო აბსოლუტურად ფარსი. ადამიანებმა, რომლებმაც მაღალი ქულები მიიღეს, ისინი დარჩნენ დაუსაქმებელნი, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებმაც საერთოდ ვერ გადალახეს ზღვარი, იშოვეს გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამსახურები.

ეს არის რეალობა. კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით: სუფსის ყოფილი რწმუნებული ჩაიჭრა გამოცდაზე, სამაგიეროდ, დაასაქმეს ბაღებში. ან ამ ბაღებს რათ უნდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად დაყოფა. რა ხდება?! გამოიგონეს თანამდებობები, რომ იქით გაეჩერებინათ თქვენი კოლეგა, აქეთ ვიღაცამ ვერ ჩააბარა, სოფლის რწმუნებულმა ვერ ჩააბარა თუ სოფელმა არ ისურვა და ა. შ. შუხუთის რწმუნებულს საერთოდ არ გაუვლია კონკურსი და ის დანიშნულია, მაშინ, როდესაც ბევრი შუხუთელი ვიცი, რომლებმაც კონკურსზე მაღალი შედეგი აჩვენეს, მაგრამ დაუსაქმებელნი არიან.

რაც დღეს ხდება, ეს რომ ჩვენი ხელისუფლების დროს მომხდარიყო, გაზეთები ამაზე მწვავედ რეაგირებას მოახდენდნენ, ატეხდნენ მთელ ამბებს! დღეს კი რა ხდება? მოგწონთ არსებული მდგომარეობა თუ რა ხდება? ამ პრესკონფერენციას ჩვენ არ ვმართავთ პარტიული ხაზით, უბრალოდ, როგორც საკრებულოს წევრებს, ამ რაიონის შვილებ,ს გული შეგვტკივა, რაც ირგვლივ ხდება. ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თურმე `მორალური უფლება“ არ გვქონია, დარღვევებზე ვილაპარაკოთ! ვის რა მორალური უფლება აქვს, ეს საზოგადოების განსასჯელია, მაგრამ, როცა ნეპოტიზმმა, კლანურმა მმართველობამ წალეკა ყველაფერი, ამაზე ხმამაღლა უნდა ვთქვათ ყველამ!

გეტყვით, „ტექ-სერვისი"“ და ლანჩხუთის „გურია"“ _ ესენი არიან სწორედ ის ა(ა)იპ-ები, რომლებმაც არ მოგვაწოდეს ინფორმაციები. „ტექ-სერვისი"“ ეს არის გადაკეთებულ-გადმოკეთებული ა(ა)იპი, რომელსაც ფორმალურად ხელმძღვანელი ყავს ირაკლი ჩხაიძე, ხოლო მმართველი რეალურად სხვა არის. საფეხბურთო კლუბ „გურიადან"“ გამიკვირდა ინფორმაციის არ მოწოდება. მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კლუბს მეტი ფინანსები სჭირდება და მეტი დახმარება. როცა ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია, რატომღაც ეგონათ, რომ მათ ფინანსურ საქმიანობას ვამოწმებდით. ჩვენ ვითხოვდით დასაქმებულ ადამიანთა სიას და მათ ანაზღაურებას. ჩვენ შეგვიძლია ეს მონაცემები სასამართლოს გზით მოვიპოვოთ. რაც შეეხება ლანჩხუთის „გურიას". მე ძალიან კარგად მახსოვს, გამგებლის წინასაარჩევნო გამოსვლა, სადაც მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ლანჩხუთის „გურიას"“ ბაზასთან დაკავშირებით არსებულ გაუგებრობაზე დაინტერესებულია თავად და ჯართის დაჭრის ფაქტს გადასცემდა პროკურატურას. თაღლითიც კი უწოდა იქ ხელმძღვანელს და უცებ ის ინიშნება კლუბის თავკაცად. ამ ადამიანთან მე სატელეფონო საუბარიც მქონდა, მაგრამ მითხრა, რომ არ მიუწოდებიათ მსგავსი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის წარმომადგენაზე. შემდეგ კანცელარიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ, იყო ასეთი მოთხოვნა და გვითხრა, რომ არ ახსოვდა.

შემდეგ შალვა რამიშვილის შოუდან გავიგე, რომ გამგებელი ყოფილა კლუბის პრეზიდენტი. ძალიან გამიკვირდა, რადგან თვითმმართველობის კოდექსით, გამგებელი ისედაც ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელია. რაში დასჭრდა მას ა(ა)იპ-ის უშუალო ხელმძღვანელობა, ვერ ვხდები. თან, როცა ის ყველანაირ პასუხისმგებლობას გაურბის. მე მაინც მოვიპოვე არაოფიციალურად, თუ რა მდგომარეობაა კლუბში. სამწუხაროდ, არის სრული ქაოსი. როცა ხალხში გვესმის, რომ ბიუჯეტი შეჭამა ფეხბურთმაო, ბიუჯეტი ფეხბურთს არ შეუჭამია. ეს თანხები შეჭამა იმ უამრავმა დასაქმებულმა, რომელიც კლუბშია. „გურიაში"“ 161 ადამიანია დასაქმებული! აქედან 42 ფეხბურთელია, დავუმატოთ პერსონალი და მწვრთნელები _ 30 ადამიანი, იქ სტადიონი მომსახურე პერსონალი, ადმინისტრაცია და მაქსიმუმ 100 კაცამდე ავიდეს! 60 შტატი არის გაბერილი და მოფიქრებული! დიახ, 161 კაცზე არის ხელშეკრულება და გაიცემა ხელფასი, ერთი თვის სახელფასო თანხა 110 ათას ლარზე მეტია. კლუბში 5 კაცი ჰყავთ შტატში, სხვები ხელშეკრულებითაა. ამ ხუთიდან სამი დირექტორია და თითოეულის ხელფასი 1500 ლარია!

ახლა რაც შეეხება კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას. საკრებულო, თვითმმართველობის კოდექსით, ვალდებული იყო გამგებლისთვის მიეცა თანხმობა, რომ ა(ა)იპ-ებში დაწყებულიყო რეორგანიზაცია. ჩვენ გაგვიკვირდა, რატომ ჭირდებოდა თანხმობა. კულტურის ცენტრთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ კულტურის სამინისტროს მოთხოვნა იყო ასეთი. ერთი მმართველის ხელში რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, გააერთიანეს კულტურა, ბიბლიოთეკა, თუ სხვა სამსახურები და მივიღეთ 15 მმართველი ერთის მაგივრად. 15 ახალი თანამშრომელი და 9200 ლარი თვეში _ 110 ათასი ლარი წელიწადში დამატებით მიდის ბიუჯეტიდან მათ ხელფასებზე. ახალი სამსახურები მოიგონეს, მოადგილეები, რაღაც გასვლითი ღონისძიებების, შინაური ღონისძიებების, მასობრივი ღონისძიებების... იმდენი ხალხია იქ დასაქმებულნი, რომ სკამებიც არ ყოფნით.

კახა ასკურავა:

_ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 9 წლის მანძილზე ერთხელაც არ ჩავარდნილა ბიუჯეტი. გასული წლის ბიუჯეტი ჩავარდა. თუმცა სამწუხაროდ, ამაზე გაზეთებს არ დაუწერიათ. ან იგივე კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას რომ ჰქმნიან, ბოლოს როდის გახსოვთ ღონისძიება კულტურის სახლში?! მე რაც ვიცი, „ჰო და არას"“ საიუბილეო ღონისძიება იყო მხოლოდ, ისიც რედაქციამ ჩაატარა. გამგებელს უთქვია კულუარებში, კულტურულ ღონისძიებებში დახარჯული ფული წყალში გადაყრილი ფულიაო.

გია გოგუაძე:

_ მთლიანობაში კულტურის სფეროს 800 ათას ლარზე მეტი აქვს ბიუჯეტი. აქედან 86% ხელფასებზე მიდის. ეს არის ადგილი, სადაც დასაქმებები ხდება მხოლოდ. ვიღაცაებზე მორგებული სკამებით.

რა ხდება ბაღებში?! ჩვენ ვითხოვდით, რომ ბაღის აღმზრდელები აეყვანათ დაწყებითი კლასის პედაგოგის რანგში. ასე არ მოხდა. 27 კაცია დასაქმებული მმართველობაში. ზოგი კონკურსში ჩაჭრილია დასაქმებული და ასე შემდეგ. 700-700 ლარი აქვთ ხელფასი.

კახა ასკურავა:

_ ლანჩხუთის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ბაღი გადაეწყვიტა წელში და პოლიტიკურად მოტივირებული გაეხადა. გამგებელი კაბინეტში იჯდა და განცხადება გააკეთა თუ როგორი ვირთხები იყვნენ ამ სამსახურში. თან მის მოყვანილ კადრზე თქვა ეს, რომელსაც ხელბორკილები დაადეს. ბაღებში დასაქმებული ადამიანების 80%-ის შეცვლას აპირებდნენ. სიებიც ჰქონდათ უკვე გამზადებული, მაგრამ ვერ გააკეთეს. სოფლებში უთხრეს, რომ ეს არასწორი იყო. „ქართული ოცნება"“ მოსვლიდან დაინტერესებულია მისი აქტივისტების დასაქმებით. ყველა დანიშნვა არის პოლიტიკური. მაგალითებს მოგიყვანთ, ვინ ზის სახლში და ვინაა დასაქმებული.

გია გოგუაძე:

_ 18 კაცი არის შტატში, 11 ხელშეკრულებით და 5 ახალმიღებული. 130 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტი, 127 ათასი ლარია ხელფასებზე გათვალისწინებული. 97% მიდის ხელფასებზე. 3 ათასი ლარი ეყოფათ მანქანის ხარჯზე, ბენზინზე, თანაც ამას აკიდებულია ამხელა სამსახური _ საგარეო-ეკონომიკური, კავშირ-ურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი“. აქაც არის დასაქმებული ადამიანი, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს, რომელიც სადაც მუშაობს, სახელმწიფო მანქანა „გადაჰყვება", მასზეა „მიკერებული". კიდევ ერთი ადამიანი, ჩვენი კოლეგა დაასაქმეს ამ სამსახურში. მას უთხრეს, რომ თუ ერთ კონკრეტულ ფრაქციაში შევიდოდა, დაასაქმებდნენ. ასეც მოხდა, ასეთი გარიგებები ხდება.

რა ხდება სპორტის სამსახურებში. თავის დროზე ჩვენ გამგებელს მივეცით თანხმობა მათ გაერთიანებაზე, მაგრამ გამგებელმა ეს ვერ შეძლო.

საფეხბურთო სკოლამ არ დათმო ფინანსური დამოუკიდებლობა და არ შევიდა კლუბის შემადგენლობაში. მოითხოვა ახალი ა(ა)იპ-ის შექმნა. გამგებელი იძულებული გახდა საკრებულოში შემოეტანა ახალი ა(ა)იპ-ის შექმნაზე განცხადება. ვერ გადაახტა სკოლის დირექტორს და გადაახტა საკრებულოს თავმჯდომარეს. ეს საკრებულოს არ უნდა მიეღო, არ უნდა განეხილა. ჩვენ დავტოვეთ ის სხდომა. მაშინ, როდესაც 6 ა(ა)იპ-ი ცხვარივით შეიყვანეს კულტურის ცენტრში, აქ ერთი ა(ა)იპ-იდან ახალი ა(ა)იპ-ი წარმოიშვა _ ქალთა ექსპერიმენტული რაგბი და ფეხბურთი. ბიუჯეტში, რომელსაც უმრავლესობამ აუწია ხელი, გათვალისწინებულია 31500 ლარი, ჩვენთვის წარმოდგენილ ინფორმაციაში 45600 ლარია ხელფასებისთვის საჭირო. ანუ აქ მინუს 14100 ლარია! ეს რა არის? კომენტარიც კი ზედმეტია!

ჯანდაცვის სამსახურს 105 ათასი აქვს ბიუჯეტი და 107 ათასი სჭირდება ხელფასებს. აქაც მინუსია _ 2 ათასი ლარი. რატომ? იმიტომ ვეღარ აუდის მისი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძე იმ ადამიანებს, იმდენი გაუგზავნეს გამგეობიდან დასასაქმებლად, თანამდებობებსაც ვეღარ იგონებს. რა უნდა გამოიგონოს, პეპელას მადევარი თუ რა?! საოცარი თანამდებობები აქვთ მოფიქრებულნი.

სპორტული ცენტრზე განაცხადეს, რომ შეამოწმეს და 50 ადამიანი მარტო ხელფასს იღებს, მეტს არაფერს აკეთებსო. საცურაო აუზი არ მუშაობს და ფულს რატომ უხდიდნენო, ჩვენს დროზე ამბობენ. დღეს იქ 10 ადამიანით მეტია დასაქმებული. რა ხდება?! თუ არაფერს აკეთებდნენ, შტატებს რატომ ვზრდით?!

საერთო ჯამში, 900 ადამიანზე მეტია დასაქმებული იმ ა(ა)იპ-ებში, რომელთა მონაცემები ჩვენ გვაქვს. ძველ თანამშრომელებზე ცოტათი მოხდა ხელფასების მატება, ხოლო ახალ გამოგონილ თანამდებოებზე საკმაოდ მაღალი ანაზღაურებებია. არის ფაქტები, რომელსაც კრიმინალთან მივყავართ და დროა მოსახლეობამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე!

როცა საუბრობენ, რომ თურმე ტენდერები ელექტრონულია და ვინ მოიგებს, მასზე ზემოქმედებას ვერ მოახდენენ, რატომ არავინ კითხულობს, როცა სტიქიის სალიკვიდაციო 5 მილიონი ჩამოვიდა და ერთ პირთან მოლაპარაკებით ხდებოდა საქმის შესრულება, ეს ხომ არ იყო ელექტრონული ტენდერი, საიდან `აღმოჩნდენენ“ თბილისში დარეგისტრირებული კომპანიები ლანჩხუთში, რომ მათთვის, როგორც ერთ პირთან გაეფორმებინათ ხელშეკრულება? მერე „ატკატებისა"“ თუ წილების გამო რომ დასისხლეს აქ ერთმანეთი და გამგეობის წინ დაუმტვრიეს ერთმანეთს ცხვირ-პირი!

კახა ასკურავა:

_ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყურადღება მიაქციონ, რის შესახებაც დღეს ვისაუბრეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად პროცედურებს დავიწყებთ! კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ პარტიული ხაზით _ რაიონის ბედი ყველას უნდა გვაწუხებდეს! ამაზე მეტს უნდა წერდეთ ჟურნალისტები. დღეს კი, გაზეთების არავის ეშინია, რადგან უფრო ლოიალურები ხართ, ვიდრე ჩვენს დროს!

წყარო: ,,გურიის მოამბე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42