საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 18:31, 17 Apr, 2015     4133
სირიასა და ერაყში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენების შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტართან დაკავშირებით საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადება მედიას ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, ბიძინა გუნიამ გააცნო. მისი თქმით, მიქაელ ბოტკოველის კომენტარი დამახინჯებულად შეგნებულად გავრცელდა, რაც ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

"ამჯერად კი შევნიშნავთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტერორიზმის, მკვლელობების, უზნეობისა და ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიამ მუჰამედისა და საერთოდ, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, როცა ძალზე ცოტა ქომაგი ჰყავდა ამ საქმეს, განა შეიძლება საქართველოს საპატრიარქოსთვის სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქეთა და მით უმეტეს, ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები?! "ქანდელი ასირიელი მორწმუნენი თანადგომის ნიშნად თვენახევრის წინ მიიღეს და დალოცეს სამების საკათედრო ტაძარში. ამა წლის 19 აპრილსაც, კვირაცხოვლობას, სამების საკათედრო ტაძარში და საქართველოს ყველა ეკლესიაში აღევლინება ლოცვა როგორც მართლამდიდებელ გარდაცვლილთა სულების საოხად, ისე აღნიშნულ რეგიონში მშვიდობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამასთანავე საპატრიარქო მოუწოდებს ყველას რომ მსგავს ფაქიზ თემებთან დაკავშირებით, მეტად კორექტულები და წინდახედულები იყვნენ.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს პრეს-მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადება საინფორმაციო სააგენტოპ აქცენტმა გაავრცელა, როგორც "აქცენტს" ბოტკოველმა განუცხადა ასირიელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის. , “დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას რომ კარი გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს“.

"ეს საკითხი საპატრიარქოს პრეროგატივა არ გახლავთ. ამაში ვერ ჩავერევით. დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას კარი რომ გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს. ჩვენს მთავრობას აქვს ალბათ გარკვეული გეგმა. რაც შეეხება იმას, ვაპირებთ თუ არა რაიმე ინიციატივით მივმართოთ საქართველოს მთავრობას, აღნიშნულზე ინფორმაცია არ მაქვს. არ ვიმყოფები საქართველოში და არ ვიცი საპატრიარქოში რაიმე ინიციატივას განიხილავენ თუ არა", - განუცხადა "აქცენტს" ბოტკოველმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42