საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ყველანაირად ხელსაყრელი გარემო არსებობს - კვირიკაშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:19, 17 Apr, 2015     1275
"ჯი-ემ-თი ჯგუფსა" და "მარიოტს" შორის სასტუმრო „მოქსის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. „სასტუმრო „მოქსი“ თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე განთავსდება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროს მშენებლობაში მონაწილეობას ამერიკის სამთავრობო სააგენტო „ოპიკი“ მიიღებს. კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "მარიოტის" ბრენდმა მესამე სასტუმროს მშენებლობა დაანონსა.

"ეს იქნება 25 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია. ამ სასტუმროს მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის სამთავრობო სააგენტო "ოპიკი", რაც არის დასტური, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ყველანაირად ხელსაყრელი გარემო არსებობს.

ძალიან მოხარული ვარ, რომ "მარიოტი" რომელიც თითქმის 15 წელია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოში, არა მარტო ფიქრობს გაფართოებაზე, არამედ ახალ ინვესტიციებსაც ახორციელებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სასტუმრო „მოქსი“ 130 ნომრიანი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმრო იქნება. პროექტის ღირებულება 25 მილიონი აშშ-დოლარია. ახალი პროექტის დასრულება 2017 წელს არის დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42