ხვალ იპოთეკით დაზარალებულები აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც ისინი ამბობენ, აპროტესტებენ გამოსახლების არსებულ არაადამინური მოპყრობის ფორმას და მოითხოვენ შეხვედრას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან, რათა აღნიშნული პრობლემის მოგვარებამდე აღსრულების ეროვნული ბიურომ შეაჩეროს გამოსახლებები.
ამასთან, იუსტიციის მინისტრთან ერთად დასახოს პრობლემის მოგვარების გზები საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინციატივის გზით.
იპოთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულებისა და ე.წ. „ატსტუპნიკების“ აქციას სოლიდარობას უცხადებს და უერთდება პ/გ-ები „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“.
საკონტაქტო პირები: ნანა ჯაფარაშვილი 599 51 82 25
ირინე მღვდელაძე 555 29 32 51
ზურაბ ხარატიშვილი 577 99 88 58
მასალის გამოყენების პირობები






