დენდროლოგიურ პარკში 5000 ძირი იფანი დაირგო
საზოგადოება - 17:23, 16 Apr, 2015     1285

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დენდროლოგიურ პარკში, გამწვანების მორიგ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

გამწვანების აქციის ფარგლებში თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე 5000-მდე იფანის ნერგი დარგეს.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ ინიცირებულ გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან სასწავლო დაწესებულებები, კერძო პირები და ორგანიზაციები, რაც მისი თქმით, მისასალმებელია.

„კარგია, რომ ყველა ერთად ვერთვებით გამწვანების ღონისძიებებში და ერთად ვასრულებთ ქალაქის გამწვანების პროგრამას. ყოველდღიურად ინტერესი იზრდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არის ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციისა და გამწვანების პროექტის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე ამ დროისათვის 25 920 ხე-მცენარეა დარგული.

სულ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის 50 000-მდე ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე დაირგვება. მცენარეების დარგვის შემდეგ კონტრაქტორი კომპანიები მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ.

დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რეკრეაციული ზონის გაზრდას ისახავს მიზნად, თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამწვანების აქციები ეტაპობრივად ტარდება.

2014 წლის საშემოდგომო და მიმდინარე საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, ტყე-პარკებსა თუ გამხმარი ნარგავებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ასევე საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების ეზოებში 71820 ხე-მცენარეა დარგული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42