არ ვიქნებით ვინმეს ინტერესების გამტარებელი არც სასამართლო დავაში ან პრეტენზიებში - მამალაძე
საზოგადოება - 16:33, 16 Apr, 2015     1468

საყდრისის კომიტეტის წევრის ირაკლი მამალაძის თქმით, "არის გარკვეული ინფორმაციები, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ბოლნისში სოციალური აფეთქების მომენტები გამოიწვიონ“.

როგორც მამალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს შესაძლოა, კობა ნაყოფიას პრეტენზიების გამო მოხდეს, რომელმაც წილების გამო კომპანიასთან შეიძლება სამართლებრივი დავა აწარმოოს და სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც სოციალური აფეთქების გამომწვევი გახდეს.

"არის გარკვეული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სოციალური აფეთქების მომენტები გამოიწვიონ კომბინატთან მიმართებაში. არ გვსურს ამაში მონაწილეობის მიღებაც, იქიდან გამომდინარე, რომ საყდრისის გადარჩენის კომიტეტს არცერთ ეტაპზე არ დაუყენებია კომბინატის გაჩერების საკითხი. გვაქვს ეჭვი, რომ კობა ნაყოფია, კომპანიის ახალ მენეჯმენტთან რაღაც წილებზე იწყებს ბრძოლას და არ გვინდა, რომ ვინმეს ხელში ბრმა იარაღი ვიყოთ და მოხდეს ისე, რომ ჩვენი აქტივობა ვიღაცამ გამოიყენოს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ კობა ნაყოფია თავის წილებთან დაკავშირებით იწყებს სამართლებრივ ბრძოლას. შესაძლოა, აქ რაღაც სამართლებრივი პროცესი წავიდეს და სასამართლოს მხრიდან, რაღაც გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მოხდეს. ამიტომ ჩვენ არ გვსურს გამოყენებული ვიყოთ ამ რაღაც სოციალურ აფეთქებაში, რაც შეიძლება მოხდეს ბოლნისის რაიონში", - განაცხადა მამალაძემ.

რაიონში შესაძლო სოციალური აფეთქების საფრთხეს კომიტეტის წვერი ნინო ბურჭულაძეც ხედავს, რომლის თქმით, კაზრეთელებთან და კომბინატის თანამშრომლებთან გუშინ მომხდარმა დაპირისპირებამ აგრძნობინა, რომ ადგილობრივები სამსახურის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავლენ და მათი აგრესიის ძირითად სამიზნედ შესაძლოა, კომიტეტი გახდეს.

"მე დავინახე, რომ საწარმოში დასაქმებული ადამიანები შიშობენ, რომ საწარმოს გაჩერების შემდეგ დარჩებიან მშივრები, შეიძლება მათ ამაში ვიღაცა არწმუნებს ან რეალურად ასეა. ამიტომ მზად არიან ნებისმიერი ქმედებებით დაიცვან თავიანთი სამსახურები. ადგილობრივ მოსახლეობაში სიტუაცია ისეა დაძაბული, რომ შეიძლება რაღაც სოციალურ აფეთქებამდეც მივიდეს საქმე. გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საყდრისის დაცვის კომიტეტი შეიძლება გახდეს მისამართი ამ ე.წ. დამშეული თუ განაწყენებული ხალხის, რადგან საყდრისის დაცვის პროცესის ფლაგმანი მაინც კომიტეტია, ჩვენგან შეუგნებლად კომიტეტი შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდეს მთელ რიგ პროცესში და წინასწარ პრევენციისთვის ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვიქნებით ჩართულები ისეთ პროცესში, რაც იგივე სოციალურ აფეთქებას ან რომელიმე პოლიტიკურ პროცესს დაუკავშირდება", - განაცხადა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან", კობა ნაყოფიასთან და სხვა პოლიტიკურ პირებთან კონსულტაციებს, კომიტეტის წევრების თქმით, მათ საყდრისის საბადოზე მხოლოდ ინფორმაციებს აწვდიდნენ. ანა მიქაუტაძის თქმით, ისინი მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" არ ხვდებოდნენ და ცდილობდნენ ინფორმაციები ძირითადად უმრავლესობის დეპუტატებისთვის გაეცნოთ.

"კონსულტაციები იყო, მათ უბრალოდ ინფორმაციებს ვაწვდიდით საყდრისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვერ გამოვაფხიზლეთ ამდენი ხანი ეს ადამიანები. სერგო რატიანი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრია და მისი საზრუნავია ეს საკითხი", - განაცხადა მამალაძემ.

თავის მხრივ ნინო ბურჭულაძემ კობა ნაყოფიას მიერ კომიტეტის დაფინანსების ფაქტი კიდევ ერთხელ უარყო.

"ნაყოფია რამდენჯერმე ძალიან უხერხულად გამოჩნდა საყდრისის დაცვის კომიტეტის ცხოვრებაში და არ ვიცი ირიბად, შეგნებულად თუ შეუგნებლად ორივე ჯერზე საკმაოდ დიდი დარტყმა მოგვადგა. პირველად როდესაც გაჩნდა მასობრივად ინფორმაცია, რომ კომიტეტს ნაყოფია აფინანსებს და ამიტომ ბევრმა წევრმა დაგვტოვა, რადგან მიგვაკუთნეს "ნაციონალური მოძრაობის" მოსყიდულებს. მეორედ კი გაირკვა, რომ მას პრეტენზიები აქვს ოქროს მომპოვებელ კომპანიასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ღიად, რომ არანაირ ურთიერთობაში არ ვართ კობა ნაყოფიასთან და ის ჩვენ არ გვაფინანსებდა. არც ვიქნებით ვინმეს ინტერესების გამტარებელი არც სასამართლო დავაში ან პრეტენზიებში", - განაცხადა ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42