გეგა ფალავანდიშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მის ახალ გატაცებაზე საუბრობს. ამბობს, რომ აღარც სატელევიზიო მაკიაჟის გაკეთება უწევს და ისეთი იმიჯით დადის, როგორიც თავად სურს. თავისი ფარული ნიჭის რეალიზების საშუალებაც მიეცა. მისი თქმით, შესანიშნავად ეხერხება ძველი ავეჯის განახლება და ეს მისი ახალი გატაცებაა.
4 წელია, რაც გეგამ რუსუდან გამყრელიძეზე იქორწინა. მათი საერთო შვილი, მიკაელა, წლის და 2 თვის არის. რუსუდანს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. გეგასთვის კი გოგონა პირველი სიხარულია. წინა ქორწინებაში ცოლთან, ეკა ზღულაძესთან, რომელიც ნაციონალების ხელისუფლებაში შს მინისტრის მოადგილე გახლდათ, შვილი არ ჰყოლია. სიმამრს სიძის ბევრი თვისება სასიამოვნოდ აოცებს, მათ შორის ისიც, თუ როგორი ურთიერთობა აქვს გეგას რუსუდანის ბიჭებთან.
მომავალმა სიძე-სიმამრმა ერთმანეთი "რუსთავი 2"-ში გაიცნეს, სწორედ იქ, სადაც გეგამ თავისი მეორე ნახევარი იპოვა.
"ეს იყო 2009 წელს. მაშინ "რუსთავი 2"-ის დირექტორი გოგი გეგეშიძე გახლდათ. არხს ჩავარდნა ჰქონდა, ამიტომ გადაწყდა, რაიმე საიმიჯო გადაცემა გაგვეკეთებინა, რომელიც ხალხის კეთილგანწყობას მოიპოვებდა. გადაცემის "ვის უნდა 20 ათასი" კეთების გამოცდილება უკვე არსებობდა. თუ არ ვცდები, ჩილეში ეს გადაცემა საქველმოქმედო სახით გადიოდა, ეს იდეა მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ჩვენც გვეცადა. გადაცემის წამყვანზე კარგა ხანს ვიფიქრეთ და ბოლოს ბატონმა გოგიმ თქვა, მე ვიცი, ვინც იქნებაო. აი, სწორედ მაშინ გავიცანი მამუკაც", - ამბობს გეგა ფალავანდიშვილი.
მამუკა გამყრელიძე: როცა მითხრეს, გადაცემა უნდა წაიყვანოო, ხომ არ გადაირიეთ-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ
"შემაბეს". გეგა გავიცანი, როგორც "რუსთავი 2"-ის სახე. შიდა სამზარეულოში არასოდეს ჩაიმხედავს, აზრზე არ ვიყავი, ვინ ვინ იყო. იქ მილიონი წყლქვეშა დინებაა, რომელსაც ჯობს, არ გაეკარო.
- ბატონო მამუკა, გაგიჭირდათ ტელეეთერში დაჯდომა და გადაცემის წაყვანა?
მამუკა: ყველას ყველაფერს ვეკითხებოდი, ალბათ მათ შორის გეგასაც. პირველი, ვინც დამეხმარა, მაია ასათიანი იყო. პირველი პილოტი მასთან ჩავწერე. ამისხნა, სად რა შეცდომები მქონდა და მითხრა, რა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავჯექი და ისე ვაკეთებდი, როგორც მან მასწავლა. დუტა (დუტა სხირტლაძე - გადაცემის "ვის უნდა 20 ათასი" პირველი წამყვანი. ავტ.) მოვიდა - რას აკეთებო. ვუთხარი, როგორც ვაკეთებდი და, მოიცა, რა, თუ ძმა ხარ, ასე გააკეთეო, მითხრა. ბოლოს მაინც დუტას მიმართულებით წავედი, ბევრად ორგანული გამოვიდა. არც ერთი კითხვა და პასუხი წინასწარ არ ვიცოდი. სხვებთან ერთად მეც ვთამაშობდი.
მასალის გამოყენების პირობები






