თბილისის მერმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საზოგადოება - 10:50, 16 Apr, 2015     1124

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ევროპელ ებრაელთა გმირობისადმი მიძღვნილი ღონისძიებას დაესწრო.

ებრაულ მუზეუმში ნაჩვენები იყო იერუსალიმის მემორიალური მუზეუმის მიერ, ისრაელის სახლთან და საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი - „ქართველი შინდლერი“. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ფილმის მთავარი გმირის - სერგი მეტრეველის ოჯახის წევრები.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიას განცხადებით, ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

„თბილისში სათუთად ვინახავთ ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ყველა მაგალითს. გვეამაყება, რომ იყო ამქვეყნად „ქართველი შინდლერიც“ - სერგო მეტრეველი, რომელმაც მრავალი ებრაელი გადაარჩინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე ვაფასებთ სხვა ქვეყნების წვლილს ებრაელთა ხსნაში. შემთხვევითი არ არის, რომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება და ებრაული გმირობის აღნიშვნა ხვალ თურქეთის საელჩოში გაგრძელდება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ებრაული დიასპორის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ევროპელ ებრაელთა გმირობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 15-16 აპრილს თბილისში, ისრაელის სახლისა და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით იმართება.

რუსუდან ქიმერიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42