თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
საზოგადოება - 09:23, 16 Apr, 2015     4975

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება .

ავარიის პრევენციის მიზნით 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონს, კერძოდ, აკაკი წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის, ერისთავის და ტრანსპორტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე შეზღუდვები იქნება ჩუღურეთის რაიონში. 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენალის მთის, ახალი არსენალის I, II ქუჩების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მახათას, ჩეჩელაშვილის, ცაიშის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, ბაგრატიონის, თამარაშვილის, პისარევის, სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ძეგამის, გუმათის, ახუთის, დავითაშვილის, დიღომბარის, ჯაბაურის, თამარაშენის, ბერიაშვილის, სიღნაღის, პაატა სააკაძის, ასხინის, ქვალონის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ჰოსპიტლის შესახვევის, უზნაძის, ტეტელაშვილის, მარჯანიშვილის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სააქციო საზოგადოება "თელასის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონის, კერძოდ ზეკარის, ასურეთის, სვირის, ლისაშვილის, სანავარდოს, დარკვეთის, კიშინიოვის, თოდრიას, ლუბოვსკის, მირზაანის, წერონისის, ლაითურის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, გია რომელაშვილის, ურეკის, ჟღენტის, ხვანჭკარას, ტყიბულის, ცოდნისკარის, შატილის, ძმები გრიშაშვილების ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ძმები გარიშვილების, სადმელის, სამოცდამეშვიდე, სამოცდამეცამეტე, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის, სიხარულიძის, გამყრელიძის, გარიყულის და თიანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვები იქნება დიდგორის რაიონში - დაბა კიკეთში. ასევე 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, პუშკინის, სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

თელასის ცნობით, გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონს, კერძოდ ნინო ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს. ასევე ისნის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე მეველეს და გუდარეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში იყალთოს მთის, ფან-ციციშვილის, ჩაილურის, ნატახტარის, ტეხურის, ტუსკიას, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

თელასის ცნობით, ელექტროენერგია შეზღუდვიტ მიეწოდება სამგორის რაიონსაც.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, ჭიჭინაძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონს, კერძოდ მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42