ეკონომიკის სამინისტრო ინტერნეტიზაციის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:33, 15 Apr, 2015     1218
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა კომპანიის შესარჩევად, რომლიც უზრუნვლყოფს საქართველოს მასშტაბით ოპტიკური მაგისტრალური საკაბელო სისტემის შექმნას 2000-მდე დასახლებულ პუნქტში ხელმისაწვდომი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაწოდებლად. განცხადება ინტერესეთა გამოხატვის დაწყების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ გააკეთა.

კომპანია, რომელიც ოპტიკური მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნის სამუშაოებს შეასრულებს, ვალდებული იქნება, სამი წლის განმავლობაში განახორციელოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რის შემდეგაც უფრო მცირე ზომის პროვაიდერები მოახდენენ ინტერნეტის მიყვანასსაბოლოო მომხმარებლამდე. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი საქართველო იქნება უზრუნველყოფილი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზად არის, პასუხი გასცეს ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას, რომელიც მიღებულ იქნება დღეიდან 2015 წლის 30 აპრილამდე.

,,ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს 3 ნაბეჭდი, ხელმოწერილი ორიგინალის და ერთი ელექტრონული ასლის (PDF) სახით.განაცხადი მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში და უნდა ჩაბარდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არაუგვიანეს 2015 წლის 5 მაისის 14:00 საათისა. ამის შემდგომ, სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სამთავრობო კომისია გამოავლენს „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს, რომლებთანაც 2015 წლის 15მაისამდე გაიმართება დასაზუსტებელი შეხვედრები, სადაც განიხილება თითოეული კანდიდატის მიერ გაკეთებული შეთავაზება. დასაზუსტებელი შეხვედრების შემდეგ „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს მიეცემათ ვადა 2015 წლის 30 მაისამდე, წარმოადგინონ პროექტთან დაკავშირებით საბოლოო წინადადება, სადაც ისინი უფლებამოსილნი იქნებიან, გააუმჯობესონ ინტერესთა გამოხატვით შემოთავაზებული პირობები და დააზუსტონ ტექნიკური დეტალები,-‘’განაცხადა ნათია მიქელაძემ.

დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ სამთავრობო კომისია მოამზადებს რეკომენდაციას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად. საქართველოს მთავრობა გამარჯვებულის გამოვლენას გეგმავს არაუგვიანეს 14 ივნისისა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42