"უზნეო ქალმა ოჯახი დამინგრია"
საზოგადოება - 20:44, 14 Apr, 2015     13578

თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. ერთხელაც არ გამომიტოვებია რუბრიკა „ინტიმური საუბრები“ და ყოველთვის მიკვირდა, რომ სხვადასხვა ასაკის ადამიანები თავიანთი ცხოვრების ისეთ ეპიზოდებს განიხილავენ საჯაროდ, რაც, წესით, საიდუმლოდ უნდა შეინახონ (უმრავლეს შემთხვევაში). ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა, გამოგიტყდებით, ყოველთვის ინტერესით ვკითხულობდი ყველა ისტორიას და ვიცი, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასეთი – ჩემი ნაცნობებიდან თითქმის ყველა კითხულობს ამ გვერდს. საერთოდ, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რთული პერიოდები და, ალბათ, სხვისი პრობლემების გაცნობის სურვილიც იქიდან მომდინარეობს, რომ, ვიღაცის გასაჭირი შენსას შეადარო, რათა დარწმუნდე, რომ მარტო შენ არ ხარ გამოუვალ მდგომარეობაში. ეს, რა თქმა უნდა, შენს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ, შეიძლება, გამოსავლის პოვნაში დაგეხმაროს. თან (ეს სულ ახლახან აღმოვაჩინე), როგორც ჩანს, როდესაც შენს სატკივარს სხვასაც უზიარებ, ერთგვარ შვებას განიცდი, რადგან, მიუხედავად იმისა, თითოეულ მკითხველთან უშუალო დიალოგი არ გაქვს, გულის სიღრმეში მაინც იტოვებ იმედს, რომ ვიღაცამ გაგიგო (თუნდაც მთლად მართალი არ იყო), ვიღაცამ შენი ტკივილი და მწუხარება გაიზიარა, ვიღაცამ კი, შენი მაგალითიდან გამომდინარე, აღარ ჩაიდინა, ან, სულაც, გამოასწორა შეცდომა.

მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მეც გადავწყვიტე, მომეწერა თქვენთვის ის, რაც უკვე დიდი ხანია, ჩემი დარდი და ტკივილია.

პატარა გოგო არ ვარ, რომ ემოციებს ავყვე და იმპულსურად ვიმოქმედო, მაგრამ, ის, რაც ჩემს თავს ხდება, რომანის თუ არა, ერთი მოზრდილი მოთხრობის სიუჟეტად შეიძლება, გამოადგეს მწერალს.

მე და ჩემს ქმარს დაქორწინებამდე ორი წელი სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი. მშობლებმა დიდი ქორწილიც გადაგვიხადეს და მოგზაურობაშიც გაგვიშვეს იტალიაში. იქ გავიცანით ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებიც ჩვენსავით საქორწინო მოგზაურობაში იყვნენ. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და თბილისში რომ დავბრუნდით, მეგობრობა განვაგრძეთ. რამდენიმე თვის შემდეგ, მეც და ის გოგოც დავფეხმძიმდით და, გადავწყვიტეთ, თუ პირველი მე ვიმშობიარებდი, ჩემს შვილს გენო და მერიკო მონათლავდნენ, ხოლო თუ მერიკო გააჩენდა ბავშვს ჩემზე ადრე – მე და ზურა ვიქნებოდით ნათლიები.

მოხდა ისე, რომ მერიკომ ჩემზე ადრე იმშობიარა (ბიჭი გაუჩნდა) და გენომ იმ დღესვე დაურეკა ჩემს ქმარს – ნათლობისთვის მოემზადეო, მაგრამ, სახტად დავრჩი, როცა ზურამ კატეგორიული უარი უთხრა. გენოს გაუკვირდა და ძალიან ეწყინა – ჯერ ერთი, ხომ ვიყავით შეთანხმებულები და, თანაც, ნათლიობაზე უარის თქმა ვის გაუგიაო. მაგრამ, ზურამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, თან, მიზეზსაც არ ამბობდა. საღამოს დავსვი და ვკითხე – რა გჭირს, რატომ იქცევი ასე-მეთქი. ხან რა მიზეზი დაასახელა, ხან – რა, მაგრამ, ვატყობდი, რომ ძალიან აღელვებული და შეშფოთებული იყო. ბოლოს მითხრა, კაპიკი ფული არ მაქვს, თან, შენც ამხელა მუცლით როგორ უნდა იაროო.

მოკლედ, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, სრულიად შემთხვევით გაირკვა, რომ მერიკოს ზურა დანახვისთანავე მოსწონებია და იმდენი უჩალიჩია, მისი საყვარელიც გამხდარა; ის ბავშვი კი თავისი ქმრისგან კი არა, ზურასგან გაუჩენია. მერე, ეს ამბავი რომ გასკდა, მერიკოს ერთი ძველი ნაცნობი შემხვდა და იმან მითხრა, ასე პირველად არ მოქცეულა; უბრალოდ, შვილი არ გაუჩენია სხვებისგან, თორემ, თუ ვინმე მოეწონებოდა, ხელიდან არავის უშვებდაო.

რაც მერე მოხდა, იმას ნამდვილად ვერ მოგწერთ – ეს იყო ნამდვილი კოშმარი: კაცებს შორის საქმეების გარჩევა, დაჭრა, ცემა-ტყეპა და ასე შემდეგ. შედეგად, ორი ოჯახი დაინგრა – მეც გავეყარე ქმარს და გენოც გაშორდა ცოლს.

სამშობიაროდ რომ წამიყვანეს, ზურაც მოსულა, მაგრამ დედაჩემმა გააგდო და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა – ბავშვი უკვე 8 წლის ხდება და ერთხელაც არ მოუკითხავს. თუმცა, არც მჭირდება, ასეთ მამასთან ჰქონდეს ურთიერთობა. სამაგიეროდ, თურმე, მერიკოს და მის შვილს ჰყვება თან. თუმცა, როგორც გავიგე, ის ქალბატონი მხოლოდ ზურას ამარა არ არის.

ერთი სიტყვით, ნამდვილი სერიალია, თან – აბურდულ-დაბურდული. როცა ჩემი შვილი მეკითხება, სად არის მამაჩემიო, ვეუბნები, რომ ავარიაში დაიღუპა, მაგრამ, როცა იქნება, ხომ გაიგებს, რომ ცოცხალია და, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა.

მერიკოსნაირი უზნეო ქალის გამო დამენგრა ოჯახი და ოდესმე აუცილებლად მიეზღვება სამაგიერო.

ელისო, 34 წლის.


წყარო: ჟურნალი "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42