ნარკოტიკების მომხმარებელო და არამომხმარებელო, მეგობრებო და... - ნიკა რურუას მიმართვა
საზოგადოება - 11:49, 14 Apr, 2015     9446

ნიკა რურუა სოციალურ ქსელში კოტე თოლორდავას სიკვდილსა და ნარკომანიას შემდეგი პოსტით ეხმაურება:

„ნარკოტიკების მომხმარებელო და არამომხმარებელო მეგობრებო და არამეგობრებო - ე.წ. O.D. ანუ „ოვერდოზი“ ძალიან ხშირია იმ ქვეყნების მოქალაქეებში, სადაც ნარკოპოლიტიკი სრულიად დაულაგებელია.

სამწუხაროდ, ასეთი ქვეყანაა საქართველოც, სადაც არა და არ მოხერხდა ამ პრობლემის სწორედ, ცივილიზებულად და რაციონალურად აღქმა, რასაც ძალიან ხშირად ახალგაზრდა და ძვირფასი სიცოცხლეები ეწირება.

ჩემი აზრით, აუცილებელია ნარკოდანაშაულის "დე-პენალიზაცია", ანუ ნარკოტიკის მომხმარებლის სისხლის სამართლის დამნაშავედ არცნობა:
ეს ავტომატურად გამორიცხავს სხვა ქვეყნებში სირბილს ნარკოტიკების მისაღებად და საყიდლად, რასაც ხშირად, ვიმეორებ, ადამიანთა სიცოცხლე ეწირება ერთი მარტივი მიზეზით - მათ ხშირად ფატალურად ეშლებათ დოზირება და "ოვერდოზით" კვდებიან სადღაც მიმალულები, სადაც მათ არც მომვლელი და არც მომსულიერებელი არ ჰყავთ.

ნარკომანია სამედიცინო და სოციალური პრობლემაა და არა დანაშაული.

ნარკოტიკების უკანონოდ გამსაღებლებს დროა სახელმწიფომ სამუდამოდ ჩამოართვას დღეს არსებული მახინჯი მონოპოლია, და თვითონ ითაოს საკუთარი მოქალაქეების ნარკოდამოკიდებულებაზე ზრუნვის ორგვარი ფუნქცია:

1. მათთვის ვისაც სურს ნარკოტიკებს სამუდამოდ დაემშვიდობოს - შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები, როგორებიც განვითარებულ ქვეყნებში უამრავია;

2. მათთვის კი, ვისაც არ სურს ნარკოტიკისთვის თავის დანებება - შეიქმნას უსაფრთხო სამედიცინო ცენტრები, რომლებიც აღრიცხავენ და არამომაკვდინებელი დოზით მიაწვდიან ნარკოდამოკიდებულებს შესაბამის პრეპარატს მშვიდ, სუფთა და დაცულ გარემოში.

ამის გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია, თუ ის ამას მოინდომებს. რა თქმა უნდა, დღევანდელ ჩვენს სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, დიდი სინანულით.

R.I.P. კოტე თოლორდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42