„მე და ნიკა ბეირუთიდან გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამ დღეს იერუსალიმში ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი რეჟიმის გამო ვერ მოვახერხეთ წელს წასვლა“ - ამბობს კალათბურთელი ნიკა ცქიტიშვილის მეუღლე სოფო გოგებაშვილი.
სოფო გოგებაშვილი: „მიუხედავად იმისა რომ წელს ბეირუთში ვართ, მაინც ყველა ტრადიციიის დაცვით შევხვდით აღდგომას. გაგვიმართლა და ქრისტიანულ მხარეში ვცხოვრობთ, ორთოდოქსიც ბევრია და კათოლიკეც. გუნდის ორგანიზატორიც მართლმადიდებელი აღმოჩნდა და ბზობას წირვაზე წაგვიყვანეს, ბერძნულ წმინდა ელიას მართლმადიდებლურ ტაძარში. რომელიც ქალაქიდან მოშორებით არის. ბედნიერი გრძნობაა როცა გესმის მამაო ჩვენოს როგორ ამბობენ ბერძნულად, რადგან რიტმი ქართულს ძალიან წააგავს.
შარშან დუბაიში ვიყავით. ენდრო ვერ ვიშოვეთ და საღებავით შევღებეთ კვერცხები. აქ პასკებიც იყიდება და თან ძალიან გემრიელი. უფროსი ბავშვი ლიზი აქ ბაღში დადის და ძალიან ლამაზი სააღდგომო სამზადისი ჰქონდათ, მშობლებიც ჩავერთეთ. კარგია, მაგრამ ოჯახის წევრების გარემოცვაში ყოფნას არაფერი სჯობია ამ დღესასწაულზე განსაკუთრებით. თუმცა, 2010 წლის შემდეგ ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ“.
მასალის გამოყენების პირობები






